ატრიბუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატრიბუტი(რომ.) თვისება, ან ნივთი, რომელიც განუყრელად უკავშირდება პიროვნებას თუ საგანს. მითოლოგიაში ატრიბუტი ღვთაებისა თუ გმირის თანამდევი უცვლელი ნივთიერი ნიშანია. მაგალითად. ზევსის ატრიბუტებია – ელვა, სკიპტრა, არწივი, ღვთაება ნიკე. ათენასიეგისი და ბუ. ჰერმესისაკერიკეონი. პოსეიდონისა – სამკაპი. ჰერაკლესი – კომბალი და ლომის ტყავი. ატრიბუტები დამოუკიდებელი ღვთაებები ან დემონებიც არიან. ისინი უმაღლესი ღმერთების თანამგზავრებად გვევლინებიან. ასეთია ნიკე ზევსისათვის, პანი და სატირები დიონისესათვის და სხვა. ხშირად ატრიბუტებად წარმოისახებიან მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, იარაღები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. ატრიბუტების მუდმივობა საშუალებას გვაძლევს გამოვიცნოთ უცნობი სიუჟეტის გმირები და დავადგინოთ მათი მნიშვნელობა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები