აფრიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფრიკა

აფრიკა - სიდიდით მეორე კონტინენტი ევრაზიის შემდეგ.

სარჩევი

ფართობი

ფართობი კუნძულებით 30,3 მლნ. კმ2. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 8.000 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ (ჩრდილოეთ ნაწილში) 7.500 კმ-ზე.

მდებარეობა

აფრიკას ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. აფრიკას აზიასთან აკავშირებს სუეცის არხი. გიბრალტარის სრუტე გამოყოფს მას ევროპისაგან. აფრიკას ეკუთვნის მადაგასკარის, კომორის, სეიშელის, მწვანე კონცხისა და სხვა კუნძულები.

ფიზიკური-გეოგრაფიული აღწერილობა

აფრიკის ტერიტორიის 2/3 უკავია უდაბნოებსა და სავანებს. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 750 მ, უმაღლესი წერტილი - ვულკანი კილიმანჯარო (სიმაღლე – 5.895 მ). რელიეფში ჭარბობს ვაკე, პლატო და დაბალმთიანეთი. ზღვის დონიდან ამაღლების მიხედვით აფრიკა იყოფა ჩრდილო-დასავლეთ დაბალ (200 – 400 მ. საჰარის და სუდანის ვაკე და პლატო) და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზედა ნაწილებად (1.000 მ). საჰარის ცენტრში მდებარეობს აჰაგარის, ტიბესტის, დარფურის მთიანი ადგილები. ჩრდილო-დასავლეთიდან მას ესაზღვრება ატლასის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ეთიოპიის მთიანეთი. ეკვატორულ აფრიკაში კონგოს დაბლობი დასავლეთიდან შემოსაზღვრულია სამხრეთ გვინეის მაღლობით, სამხრეთიდან – ლუნდა-კატანგას აფრიკა დაბალმთიანეთით, ხოლო აღმოსავლეთით – აღმოსავლეთ- აფრიკული დაბალმთიანეთით. სამხრეთით კალაჰარის ვაკე შემოფარგლულია დამარალენდის, დიდი ნამეკვალენდის და დრაკონის მთებით. მდინარეების სისტემა განსაკუთრებით ხშირი და წყალუხვია ეკვატორულ ზონაში. მსხვილი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი.

აფრიკა ყველაზე ცხელი კონტინენტია. კლიმატური ზონები მოიცავს ეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ ზონებს. კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება ხშირი, მარადმწვანე, ნოტიო ტროპიკული ტყეები. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ნალექის რაოდენობის შემცირებასთან ერთად ისინი იცვლებიან მარადმწვანე ტყეებით, შემდგომ მაღალბალახიანი სავანებით, ტროპიკული მეჩხერი ტყეებით და უდაბნოსავანებით, უდაბნო რაიონებში (საჰარა, სუდანი) – უდაბნოს მცენარეულით.

აფრიკას უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში მარგანეცის, ქრომიტის, ბოქსიტის, ოქროს, ალმასის, ფოსფორიტის მადნის მარაგით; მეორე ადგილი – თუჯით, ასბესტით, ურანით, ბერილით, გრაფიტით; მესამე ადგილი – ნავთობით, აირით, ვერცხლისწყლით, რკინის მადნით.

აფრიკის კონტინენტსა და მიმდებარე კუნძულებზე მდებარეობს 54 სახელმწიფო და ზოგიერთი დამოკიდებული ტერიტორია.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები