აფხაზეთის აჯანყება 1866

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი,  2017.
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:აჯანყებები]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები აფხაზეთში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები აფხაზეთში]]

14:57, 20 მარტი 2018-ის ვერსია

აფხაზეთის აჯანყება 1866 - აჯანყება აფხაზეთში, რომელიც გამოწვეული იყო კოლონიური ჩაგვრის გაძლიერებით 1864 წელს აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და აქ რუსეთის უშუალო მმართველობის შემოღების შემდეგ. მოვლენები დააჩქარა საგლეხო რეფორმის მზადებამ, რომელიც ხალხის აზრს არ ითვალისწინებდა.

აჯანყება დაიწყო 26 ივლისს, სოფელ ლიხნში (ახლანდელი გუდაუთის რაიონი), სადაც აფხაზებმა მოკლეს „სოხუმის განყოფილების“ უფროსი პოლკოვნიკი კონიარი თანმხლები პირებით (ოფიცრები, ჩინოვნიკები და კაზაკები). აჯანყებულებმა იმავე დღეს გამოაცხადეს ლაშქრობა სოხუმზე. თავდასხმის სხვა სამიზნეებად აირჩიეს ბიჭვინთისა და წებელდის სიმაგრეები.

გამოცხადდა აფხაზეთის სამთავროს აღდგენა და მთავრად აირჩიეს (ფაქტობრივად, მისი სურვილის გარეშე) 19 წლის გიორგი შარვაშიძე, უკანასკნელი მთავრის, მიხეილის, ვაჟი. სასტიკი ბრძოლები გაიმართა სოხუმთან 27-30 ივლისს. აფხაზები ქალაქში შეიჭრნენ, მაგრამ ციხე-სიმაგრე ვერ აიღეს. 30 ივლისის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში მკვეთრი გარდატეხა მოხდა, ვინაიდან ამ დროისათვის აფხაზეთში უკვე დიდი რაოდენობით იყო შეყვანილი მთავრობის ჯარები ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ სვიატოპოლკ-მირსკის სარდლობით. მიუხედავად ამისა, სვიატოპოლკ-მირსკი არ ჩქარობდა უკანდახეულ აჯანყებულთა დადევნებას, რადგან პარტიზანული ომის ეშინოდა. მან მოლაპარაკებების გაგრძელება ირჩია. გენერალ-გუბერნატორმა აფხაზებს შესთავაზა წინააღმდეგობის შეწყვეტა და განიარაღება. სამაგიეროდ, რუსული მხარე მხოლოდ სასამართლო გარჩევით დაკმაყოფილდებოდა. ეს პირობები მიღებულ იქნა. მოსახლეობამ ხელისუფლებას ჩააბარა 6 500-ზე მეტი თოფი და დამბაჩა. საველე სასამართლოს გადაეცა აჯანყების აქტიური მონაწილენი, რომელთაგან 30 ადამიანი გააციმბირეს, ხოლო სამი – დახვრიტეს. ხელისუფლებას დანებდა გიორგი შარვაშიძეც. მთავრობამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბატონიშვილი აჯანყების ფორმალური მოთავე თავისი სურვილის გარეშე გახდა და მას შედარებით იოლი სასჯელი შეუფარდა – გაამწესეს ორენბურგის სამხედრო ოლქის ჯარებში კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები