აღმოჩენის, დამიზნებისა და მიზანჩვენების სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:12, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოჩენის, დამიზნებისა და მიზანჩვენების სადგური - რადიოლოკაციური სადგური, რომლის დანიშნულებაა საჰაერო მიზნების აღმოჩენა, მათი მახასიათებლების და მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრა, ავიაციის დამიზნება და საზენიტო საშუალებებისთვის მიზანჩვენება. შეიძლება იყოს ორკოორდინატიანი (იზომება მიზნამდე დახრილი მანძილი და აზიმუტი, მესამე კოორდინატი განისაზღვრება რადიოლოკაციური სიმაღლისმზომით) და სამკოორდინატიანი. ასევე მიზნის აღმოჩენის მიხედვით მცირე (50 კმ-მდე), საშუალო (50-200 კმ) და დიდი (200 კმ-ზე მეტი) სიშორის. დასამუშავებელი მიზნების რაოდენობა თვალთვალის პერიოდში ოპერატორისთვის არის 5-8, ავტომატიზებული აღმოჩენისთვის 100 და მეტი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები