ახალაია როლანდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როლანდ ახალაია – დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს ხობში.
განათლება – თსუ იურიდიული ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1978-2012).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი.
- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
სახელმწიფო ჯილდოები
- ღირსების ორდენი (2007)
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010)