ახალი ათონის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ათონის მონასტერი

ახალი ათონის მონასტერი - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გუდაუთის მუნიციპალიტეტის, დაბა ახლ ათონში.

სარჩევი

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ტაძარი, სამონასტრო შენობები.

ახალი ათონის მონასტერი
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

1875 წელს თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე, ქალკედონის ნახევარკუნძულის ათონის მთიდან (საბერძნეთიდან) მოსულმა ბერებმა წმ. პანტელეიმონის ტაძარი დააარსეს. შემდგომში, 1883-1896 წლებშიც, ახალ ათონში გრძელდებოდა სამონასტრო ნაგებობებისა და ეკლესიის მშენებლობა.

სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე. წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატულია.

ახალი ათონის მონასტერი
ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ბიბლიოგრაფია

  1. ახალი ამბები //დროება.-1880.-N151(17 ივლ.).-გვ.2. ახალი ათონის სიმონ კანანიტის მონასტრის დაარსება.
  2. ახალი ათონის მონასტერი //ცნობის ფურცელი. სურ. დამ.-1902.-N47(30 ივნ.).-გვ.2-3. მონასტრის სამი სურათი.
  3. დღიური //დროება.-1876.-N11(30 იანვ.).-გვ,2. ახალი ათონის მონასტრის აგების ისტორია.
  4. მოგზაურობა მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობის პავლესი. საქართველოს ექსარხოსისა თბილისიდამ ბიჭვინტამდი და ძველი ბიჭვინტის სობორის კურთხევა //მწყემსი.-1885.-N18.-გვ.7-9.,N19.-გვ.2-4. ახალი ათინის სიმონ კანანელის მონასტრის დაარსების ისტორია, ბერთა და მორჩილთა მოღვაწეობა.
  5. აფახაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები და ეპოგრაფიკა (IX-XV სს.). ანაკოფიის ძეგლები (ახალი ათონი) //მიბჩუანი თ. აფხაზეთი. ნაწ.I.-თბ.,2003.-გვ.200-202. მოკლე ცნობები ივერიის მთაზე ნანგრევების სახით შემორჩენილი ანაკოფიის ციხისა და ტაძრის შესახებ.
  6. ნარკვევები //ივერია.-1902.-N97(9 მაისი).-გვ.3. რეცენზია ნ.პ. კონდაკოვის წიგნზე „Памятники христианского искуства на Афоне“ ჟურნალ „Кавказский вестник“-ში.
  7. შინაური ქრონიკა //დროება.-1884.-125(12 ივნ.).-გვ.2. ახალი ათონის წარწერების შესახებ.
  8. წმ.მოციქულის სიმონ კანანელის ტაძარი აფხაზეთში //მწყემსი.-1893.10.-გვ.5-8. ანაკოფიის მოკლე ისტორია, სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის აღწერილობა, შემორჩენილი მხატვრობის მიმოხილვა.
  9. აფხაზეთი ახალი ათონი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.67-73. სიმონ კანანელის ტაძრის IX-X საუკუნეების ბერძნული წარწერების ანალიზი.
  10. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.16-21.
  11. ჩაძირული ქალაქების საიდუმლო //სოფლის ცხოვრება.-1961(14 დეკემბერი). სოხუმისა და ახალი ათონის მახლობლად ჩატარებული გათხრების შედეგები.
  12. ახალი ათონის მონასტერი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-2007.-გვ.28-29. 1875 წელს ათონის მთიდან (საბერძნეთი) მოსული ბერების მიერ თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე , ივერიის მთაზე დაარსებული წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის შესახებ. ტექსტს ერთვის კომპლექსის საერთო ხედის ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  13. ახალი ათონი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.341. მონასტრის მოკლე ისტორია. ტექსტი ქართულ და ინგლ.ენებზე. დართული აქვს ტაძრის ორი ფოტო.
  14. Пачулиа В. Новый Афон. Историко-культурный очерк.-1973.-с.59 с илл.


იხილე აგრეთვე ახალი ათონის მონასტერი

წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები