ახალციხის მეტეოსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახალციხის მეტეოსადგური''' – მეტეოროლოგიური სადგური, რომელმ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:24, 24 აპრილი 2024 მდგომარეობით

ახალციხის მეტეოსადგური – მეტეოროლოგიური სადგური, რომელმაც დაარსების დღიდან (1874) შეიცვალა მდებარეობა, 1960 წლიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზეა, ზღვის დონიდან 982 მ სიმაღლეზე. 1976 წელს ახალციხის მეტეოსადგურისა და ბორჯომის ჰიდროსადგურის გაერთიანებით შეიქმნა ახალ ციხის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რომელიც 1993 წელს სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიად გადაკეთდა. 2002 წლიდან იგი სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურად იწოდება.

ახალციხის მეტეოსადგური დასავ ლეთის მხრიდან 200 მ რადიუსით შემოფარგლულია შენობებითა და ბაღებით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხარეს 60მ სიგრძეზე დგას მცირე ზომის სტანდარტული მეტეოსადგურის შენობა. აღმოსავლეთით, მეტეოსადგურიდან 200 მ-ის დაშორებით, რკინიგზის სადგურის საბარგო განყოფილება ესაზღვრება. აღმოსავლეთითა და სამხრეთით მდებარე ყველა ეს შენობა და გზატკეცილი მეტეოსადგურზე დაბლაა განთავსებული. მეტეოროლოგიური მოედნის ჰორიზონტი ღიაა ყველა მიმარ თულებით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებს 1874 წლიდან დღემდე.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები