ბადილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადილა (ოს. Бадила) – დიგორის ხეობის ფეოდალური ფენის ბადილიათების (Бадилатæ) პირველწინაპარი, რომელიც ოსეთში ქ. მაჯარიდან მოსულა (ზოგიერთები, მათ შორის თვით ბადილიათები ამ ქალაქს უნგრეთს უკავშირებენ) კარგად შეიარაღებული რაზმით, თავისუფალი მიწები დაუკავებია და ალდარი გამხდარა. დიგორელთა გადმოცემით, ბადილას თან ცეცხლსასროლი იარაღი – შაშხანა ჩამოუტანია. ყაბარდოელი და ბალყარელი ყაჩაღებისგან თავდასაცავად ადგილობრივებს იგი დაუქირავებიათ; გასამრჯელოს, რითაც შეეძლოთ, უხდიდნენ. მოგვიანებით ბადილას შთამომავლებს დიგორელებისთვის ხარკის გადახდა მოუთხოვიათ, რის გამო ატეხილი დავა XX საუკუნის დასაწყისამდეც კი გაგრძელებულა (დოქტორ პფაფის აზრით, ბადილიათები ოსეთში XV საუკუნეზე ადრე არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან კავკასიაში, კოშკების სათოფურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცეცხლსასროლი იარაღი ამ დროზე ადრე არ იქნებოდა. ყაბარდოში ცეცხლსასროლი იარაღი დაახლოებით აღნიშნულ პერიოდში ვინმე ორთალოს ჩამოუტანია).

ბადილას შთამომავლებად ანუ ბადილიათებად შვიდი გვარი ითვლება (აბისალოვი, ბითუევი, კაბანოვი, ყარაჯევი, კუბათიევი, თუღანოვი, ჩეგემოვი). ისინი ოსური ტრადიციული საზოგადოების სოციალური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ. ბადილიათები ძირითადად ერთმანეთში ქორწინდებოდნენ, არცთუ იშვიათად ცოლები ყაბარდოელი და ბალყარელი დიდგვაროვნების ოჯახებიდანაც მოჰყავდათ; თავიანთ ქალიშვილებს ზოგჯერ თაგაურელ ალდარებზე, იშვიათად სხვა ოსური საზოგადოების უაზდანლაგებზე (კეთილშობილებზე) ათხოვებდნენ, თავად კი მათ ქალებს ცოლად არ ირთავდნენ.


ლიტერატურა

  • Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989;
  • Кобахидзе Е. И. Общественный строй // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров М., 2012;
  • Марзоев И. Т. Генеалогия осетинских фамилии // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები