ბავშვების უგულებელყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბავშვების უგულებელყოფა“ გადაიტანა გვერდზე „[[ბავშვის უგულებელყ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბავშვის უგულებელყოფა“ გადაიტანა გვერდზე „[[ბავშვების უგულებელყ...)

15:37, 9 ივლისი 2019-ის ვერსია

ბავშვების უგულებელყოფა - გულისხმობს, რომ მშობელს არ აქვს უნარი იზრუნოს ბავშვზე. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიცავს: ემოციურ დეპრივაციას, ფიზიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართ უყურადღებობას, განათლებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების უარყოფას. ასეთი სახის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი, დაბალი აკადემიური მოსწრება და ქცევის დარღვევები (Hildyard and Wolfe, 2002).

ბავშვების უგულებელყოფის ფაქტები უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიკური ძალადობისა და ამას უფრო მეტი ადამიანი ამჩნევს, მაგ., ნათესავები, მეზობლები, პედაგოგები, ექიმები და სოციალური მუშაკები. ბავშვების უგულებელყოფა დაკავშირებულია მძიმე სოციალურ პირობებთან და მინდობით აღზრდის საჭიროების ყველაზე ხშირი მიზეზია.

არაორგანული ჩამორჩენა ზრდაში

პედიატრები აღიარებენ, რომ ზოგი ბავშვი ყოველგვარი ორგანული მიზეზის გარეშე ვერ იზრდება სიმაღლეში. 3 წლამდე ბავშვებში ამ მდგომარეობას სიმაღლეში ზრდის არაორგანული შეფერხება, მოგვიანებით ასაკში კი დეპრივაციული ნანიზმი ეწოდება.

კლინიკური სურათი

არაორგანულ შეფერხებას ზრდაში იწვევს არასაკმარისი კვება და ემოციური სიახლოვის ნაკლებობა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ ბავშვებს ადრეული ასაკიდან მშობლებთან ურთიერთობის აშკარა პრობლემები აღენიშნებათ. ეს, უპირატესად, ბავშვის უგულებელყოფას ან, მწვავე შემთხვევებში, ბავშვის მიმართ მტრულ განწყობაში გამოიხატება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. თუმცა, ყველა შემთხვევა არ არის გამოწვეული ასეთი მიზეზებით. ზოგი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ღეჭვისა და ყლაპვის პრობლემები აფერხებს (Wilensky et al., 1996). ახალშობილებში ზრდაში ჩამორჩენა წონაში კლებითა ან სიგრძეში არასაკმარისი მატებით ვლინდება. შესაძლებელია კოგნიტური ფუნქციებისა და განვითარების შეფერხებაც. ბავშვი გაღიზიანებული და უბედურია ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, ლეთარგიული და უკონტაქტოა. კლინიკური გამოვლინებების საკმაოდ ფართო დიაპაზონი არსებობს, რაც მსუბუქ კვებით პრობლემებსა და უფრო მძიმე შემთხვევებთანაა დაკავშირებული. სათანადო კვებისა და მოვლის პირობებში ბავშვი სწრაფად იზრდება და ვითარდება (Kempe and Goldbloom, 1987).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები