ბავშვზე ფიზიკური ძალადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბავშვზე ფიზიკური ძალადობა''' -  (physical abuse of child), რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება „ნაცემი ბავშვის სინდრომის“ კონტექსტში, აერთიანებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს, სისტემატურ მოწამვლას ან სხეულზე სხვა ზიანის მიყენებას.  
 
'''ბავშვზე ფიზიკური ძალადობა''' -  (physical abuse of child), რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება „ნაცემი ბავშვის სინდრომის“ კონტექსტში, აერთიანებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს, სისტემატურ მოწამვლას ან სხეულზე სხვა ზიანის მიყენებას.  
 +
(''ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები'')
  
 +
ფიზიკური ძალადობის შემთხვევების სიხშირე განსხვავებულია შეფასებისთვის გამოყენებული კრიტერიუმების შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში 0-დან 18 წლის 1000 მოსახლიდან 3 - ბავშვთა ზრუნვის რეესტრშია გატარებული. უფრო მაღალი რიცხვია დაფიქსირებული [[აშშ]]-ში. უფრო ხშირია ნაკლებად მძიმე შემთხვევები, თუმცა, ისინი არ ექცევიან პროფესიონალთა მხედველობის არეში.
  
 +
==== კლინიკური სურათი ====
 +
მშობლებმა შეიძლება შვილი ექიმთან მიიყვანონ და განაცხადონ, რომ დაზიანებები შემთხვევითაა მიღებული. შესაძლებელია ნათესავებმა, მეზობლებმა, ან სხვა პირებმა მიმართონ პოლიციას, სოციალურ სამსახურებს ან ნებაყოფლობით სააგენტოებს. ყველაზე ხშირი დაზიანებებია: სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთი, დამწვრობა, ნაკბენი, ნაჭდევები, დაზიანებული ზედა ტუჩი, ძვლების მოტეხილობა, სუბდურული და რეტინული სისხლჩაქცევები. ზოგი ბავშვი ბალიშითაა გაგუდული, ხოლო მშობლები მიზეზად [[აპნოე ძილის დროს განვითარებული|აპნოეს]] შეტევას ასახელებენ.
  
 +
ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს დაზიანების დამახასიათებელი პატერნები, წარსულში საეჭვო დაზიანება, მომხდარის არადამაკმაყოფილებლად და გაუგებრად ახსნა, ექიმთან მიმართვის დაგვიანება და მშობლების შეუსაბამო რეაქცია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანი განსხვავებულია, თუმცა, დამახასიათებელია მშობლების მიმართ შიში,
 +
[[შფოთვა|შფოთვისა]] და უბედურების განცდა და სოციალური იზოლაცია. ასეთ ბავშვებს დაქვეითებული თვითშეფასება
 +
აქვთ, გაურბიან უფროსებთან ურთიერთობას და შეიძლება აგრესიულებიც იყვნენ.
  
 +
==== ეტიოლოგია ====
 +
არსებობს უამრავი ურთიერთმოქმედი მიზეზი (იხ. ცხრილი)
  
 +
===== გარემო =====
 +
ბავშვებზე ძალადობის ფაქტები უფრო ხშირია იმ რეგიონებში, სადაც ოჯახური ძალადობაა გავრცელებული, არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, განათლების ცუდი ხარისხი და დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება.
  
 +
===== მშობლების ფაქტორი =====
 +
მშობლების ფაქტორი, რომლებიც ბავშვებზე ძალადობასთანაა დაკავშირებული, შემდეგია: ახალგაზრდა ასაკი, პიროვნების ხასიათობრივი ანომალია, ფსიქიკური აშლილობები, დაბალი სოციალური კლასი, სოციალური იზოლაცია, ოჯახური თანაცხოვრების დისჰარმონია, მშობლების გაყრა და კრიმინალური წარსული. ფსიქიკური აშლილობებიდან უფრო ხშირია პიროვნების აშლილობები,
 +
იშვიათად, [[შიზოფრენია]] ან [[აფექტური აშლილობა|აფექტური აშლილობები]]. ბევრია ისეთი მშობელი, რომელიც ბავშვობაში თავად იყო ძალადობის ან დეპრივაციის მსხვერპლი. მოძალადე ოჯახებში მშობლებს შორის დამოკიდებულება, საკონტროლო
 +
ჯგუფთან შედარებით, უფრო უხეში და ცივია. ძალადობა მეტადაა დამახასიათებელი სოციალურად პრობლემატური ოჯახებისთვის, თუმცა, მხოლოდ ასეთი ოჯახებით არ შემოიფარგლება.
  
 +
ბავშვებისთვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორებია: მოუმწიფებელი ნაყოფი, დედასთან ადრეულ ასაკში განშორება, ნეონატალურ პერიოდში სპეციალური ზრუნვის საჭიროება, თანდაყოლილი სიმახინჯეები, ქრონიკული დაავადებები და მძიმე ხასიათი.
 +
 +
{| class="wikitable"
 +
|-
 +
! ბავშვებზე ძალადობის რისკ-ფაქტორები
 +
|-
 +
| '''მშობლები'''
 +
|-
 +
|
 +
* ახალგაზრდა ასაკი;
 +
* დაბალი ინტელექტი;
 +
* სოციალური იზოლაცია/დახმარების არარსებობა;
 +
* მეწყვილესთან გაყრა;
 +
* ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევების ნაკლებობა, ბავშვის საჭიროებების არცოდნა/სასტიკი დასჯა/არასაკმარისი წახალისება;
 +
* ბავშვობაში გადატანილი ძალადობა ან უგულებელყოფა;
 +
* კრიმინალური წარსული;
 +
* ფსიქიკური პრობლემები: [[დეპრესია]], ნარკომოხმარება, პიროვნების აშლილობები.
 +
 +
|-
 +
| '''ბავშვი'''
 +
|-
 +
|
 +
* ფაქტორები, რომლებიც დედასთან მიჯაჭვულობის განვითარებას უშლიან ხელს;
 +
* განვითარებაში ჩამორჩენა/ფიზიკური ნაკლი;
 +
* ადრეულ ასაკში დედასთან განშორება (მაგალითად, ნეონატალურ განყოფილებაში გადაყვანა);
 +
* მძიმე ხასიათი/ხშირი ტირილი.
 +
 +
|-
 +
| '''გარემო'''
 +
|-
 +
|
 +
* სამეზობლოსთან დაკავშირებული პრობლემები: ოჯახური ძალადობის ხშირი შემთხვევები/სკოლის პრობლემები/მაღალი უმუშევრობა;
 +
* სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობა;
 +
* პრობლემის დროული გამოვლენა და მართვა.
 +
|}
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 +
* [[ემოციური ძალადობა ბავშვზე]]
 +
* [[ბავშვების უგულებელყოფა]]
 +
* [[ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა]]
 
* [[ძალადობა ბავშვზე]]
 
* [[ძალადობა ბავშვზე]]
 
* [[ვიქტიმოლოგია]]
 
* [[ვიქტიმოლოგია]]
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
* [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 +
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:ძალადობა]]
 
[[კატეგორია:ძალადობა]]
 
[[კატეგორია:ძალადობა ბავშვზე]]
 
[[კატეგორია:ძალადობა ბავშვზე]]
 +
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]

15:28, 9 ივლისი 2019-ის ვერსია

ბავშვზე ფიზიკური ძალადობა - (physical abuse of child), რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება „ნაცემი ბავშვის სინდრომის“ კონტექსტში, აერთიანებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს, სისტემატურ მოწამვლას ან სხეულზე სხვა ზიანის მიყენებას. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ფიზიკური ძალადობის შემთხვევების სიხშირე განსხვავებულია შეფასებისთვის გამოყენებული კრიტერიუმების შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში 0-დან 18 წლის 1000 მოსახლიდან 3 - ბავშვთა ზრუნვის რეესტრშია გატარებული. უფრო მაღალი რიცხვია დაფიქსირებული აშშ-ში. უფრო ხშირია ნაკლებად მძიმე შემთხვევები, თუმცა, ისინი არ ექცევიან პროფესიონალთა მხედველობის არეში.

სარჩევი

კლინიკური სურათი

მშობლებმა შეიძლება შვილი ექიმთან მიიყვანონ და განაცხადონ, რომ დაზიანებები შემთხვევითაა მიღებული. შესაძლებელია ნათესავებმა, მეზობლებმა, ან სხვა პირებმა მიმართონ პოლიციას, სოციალურ სამსახურებს ან ნებაყოფლობით სააგენტოებს. ყველაზე ხშირი დაზიანებებია: სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთი, დამწვრობა, ნაკბენი, ნაჭდევები, დაზიანებული ზედა ტუჩი, ძვლების მოტეხილობა, სუბდურული და რეტინული სისხლჩაქცევები. ზოგი ბავშვი ბალიშითაა გაგუდული, ხოლო მშობლები მიზეზად აპნოეს შეტევას ასახელებენ.

ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს დაზიანების დამახასიათებელი პატერნები, წარსულში საეჭვო დაზიანება, მომხდარის არადამაკმაყოფილებლად და გაუგებრად ახსნა, ექიმთან მიმართვის დაგვიანება და მშობლების შეუსაბამო რეაქცია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანი განსხვავებულია, თუმცა, დამახასიათებელია მშობლების მიმართ შიში, შფოთვისა და უბედურების განცდა და სოციალური იზოლაცია. ასეთ ბავშვებს დაქვეითებული თვითშეფასება აქვთ, გაურბიან უფროსებთან ურთიერთობას და შეიძლება აგრესიულებიც იყვნენ.

ეტიოლოგია

არსებობს უამრავი ურთიერთმოქმედი მიზეზი (იხ. ცხრილი)

გარემო

ბავშვებზე ძალადობის ფაქტები უფრო ხშირია იმ რეგიონებში, სადაც ოჯახური ძალადობაა გავრცელებული, არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, განათლების ცუდი ხარისხი და დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება.

მშობლების ფაქტორი

მშობლების ფაქტორი, რომლებიც ბავშვებზე ძალადობასთანაა დაკავშირებული, შემდეგია: ახალგაზრდა ასაკი, პიროვნების ხასიათობრივი ანომალია, ფსიქიკური აშლილობები, დაბალი სოციალური კლასი, სოციალური იზოლაცია, ოჯახური თანაცხოვრების დისჰარმონია, მშობლების გაყრა და კრიმინალური წარსული. ფსიქიკური აშლილობებიდან უფრო ხშირია პიროვნების აშლილობები, იშვიათად, შიზოფრენია ან აფექტური აშლილობები. ბევრია ისეთი მშობელი, რომელიც ბავშვობაში თავად იყო ძალადობის ან დეპრივაციის მსხვერპლი. მოძალადე ოჯახებში მშობლებს შორის დამოკიდებულება, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, უფრო უხეში და ცივია. ძალადობა მეტადაა დამახასიათებელი სოციალურად პრობლემატური ოჯახებისთვის, თუმცა, მხოლოდ ასეთი ოჯახებით არ შემოიფარგლება.

ბავშვებისთვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორებია: მოუმწიფებელი ნაყოფი, დედასთან ადრეულ ასაკში განშორება, ნეონატალურ პერიოდში სპეციალური ზრუნვის საჭიროება, თანდაყოლილი სიმახინჯეები, ქრონიკული დაავადებები და მძიმე ხასიათი.

ბავშვებზე ძალადობის რისკ-ფაქტორები
მშობლები
  • ახალგაზრდა ასაკი;
  • დაბალი ინტელექტი;
  • სოციალური იზოლაცია/დახმარების არარსებობა;
  • მეწყვილესთან გაყრა;
  • ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევების ნაკლებობა, ბავშვის საჭიროებების არცოდნა/სასტიკი დასჯა/არასაკმარისი წახალისება;
  • ბავშვობაში გადატანილი ძალადობა ან უგულებელყოფა;
  • კრიმინალური წარსული;
  • ფსიქიკური პრობლემები: დეპრესია, ნარკომოხმარება, პიროვნების აშლილობები.
ბავშვი
  • ფაქტორები, რომლებიც დედასთან მიჯაჭვულობის განვითარებას უშლიან ხელს;
  • განვითარებაში ჩამორჩენა/ფიზიკური ნაკლი;
  • ადრეულ ასაკში დედასთან განშორება (მაგალითად, ნეონატალურ განყოფილებაში გადაყვანა);
  • მძიმე ხასიათი/ხშირი ტირილი.
გარემო
  • სამეზობლოსთან დაკავშირებული პრობლემები: ოჯახური ძალადობის ხშირი შემთხვევები/სკოლის პრობლემები/მაღალი უმუშევრობა;
  • სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობა;
  • პრობლემის დროული გამოვლენა და მართვა.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები