ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობათა რეაქტიული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობის დარღვევა რეაქტიული - (F94.1), (attachment disorder of childhood, reactive), ბავშვის სოციალური ურთიერთობების ხასიათის მყარი დარღვევები, რომლებიც გარე პირობების საპასუხოდ აღმოცენებულ ემოციურ დარღვევებში გამოიხატება (მაგ.: შიშის გრძნობა და ზედმეტი დაძაბულობა, თანაბარ პარტნიორთან ცუდი სოციალური ურთიერთობა, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ აგრესიულობა, ტანჯვის განცდა, ზოგ შემთხვევაში განვითარების დარღვევა). ამ სინდრომის გამოვლენა, სავარაუდოდ, მშობელთა ზრუნვის გამოხატული არარსებობის, ძალადობის, ან არასწორი ურთიერთობის სინდრომია. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

განასხვავებენ აშლილობის ორ ტიპს, ინჰიბიციურსა და დეზინჰიბიციურს: დეზინჰიბიციური:
ასეთი ბავშვები განურჩევლად ეძებენ სიმშვიდეს როგორც უცხო პირებთან, ასევე თავის მომვლელებთან. ჩვილობაში ეს ვლინდება მომვლელზე მიწებებით, ხოლო ადრეულ ბავშვობაში - ყურადღების მიქცევის სურვილით. ასეთი ქცევა უფრო ხშირადაა აღწერილი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებში ან იმ ბავშვებში, რომლებიც ხშირად იცვლიან მიმღებ ოჯახს. DSM-IV კლასიფიკაციის მიხედვით, ამ დიაგნოზის დასმისთვის ურთიერთობების დარღვევები არასწორი მოვლის უშუალო შედეგს უნდა წარმოადგენდეს, ხოლო ICD-10 კლასიფიკაციით ეს კრიტერიუმი მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ აუცილებელია ასეთი ქცევა ვლინდებოდეს სხვადასხვა სიტუაციებში.

ინჰიბიციური:
ეს ტიპი ნაკლები სიზუსტითაა განსაზღვრული. ბავშვებს აღენიშნებათ ინჰიბიციური ქცევების კომბინაცია. ბავშვი ზედმეტად მიყურადებულია, აღენიშნება შიში, ამ მდგომარეობას ხშირად „გაყინული სიფხიზლე” ეწოდება. მათი ქცევები ამბივალენტურია, აქვთ სიახლოვისა და აცილების შერეული სურვილი; არიან უბედურები, მათი დამშვიდება თითქმის შეუძლებელია; ზოგჯერ იჩენენ აგრესიას; ჩამორჩებიან ზრდაში. ეს აშლილობა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უვითარდებათ.

ეტიოლოგია

როგორც ჩანს, ეს სინდრომი უფრო მოვლის ტიპთანაა (ძალადობრივი ან ინსტიტუციური) დაკავშირებული, ვიდრე - ბავშვთან.

პროგნოზი

დაუცველი მიჯაჭვულობა ჩვილობაში ხშირად იწვევს მომვლელებთან კონფლიქტს ან ქცევით დარღვევებს გვიან ბავშვობაში. ნაჩვენებია, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ უზრუნველყოფილია უსაფრთხო მიჯაჭვულობა, მაგ. გაშვილებით ან მიმღები ოჯახით. თუმცა ეს მონაცემები მიღებულია კვლევებით, რომელთა უმრავლესობაში არაა გამოყენებული ICD-10 და DSM-IV კლასიფიკაციების კრიტერიუმები.





წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები