ბავშვის განვითრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მეორე წელი)
(წყარო)
 
ხაზი 42: ხაზი 42:
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:ბავშვის განვითრება]]
 
[[კატეგორია:ბავშვის განვითრება]]
 +
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]

მიმდინარე ცვლილება 16:37, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

ბავშვის განვითრება - ბავშვთა ფსიქიატრიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აუცილებელია დაბადებიდან მოზრდილობამდე ნორმალური განვითარების პროცესების ცოდნა. იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რამდენადაა ემოციური, სოციალური თუ ინტელექტუალური ფუნქციები დარღვეული, უნდა მოხდეს მათი განხილვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფთან კავშირში.

სარჩევი

[რედაქტირება] ცხოვრების პირველი წელი

ეს არის მოტორული და სოციალური ფუნქციების სწრაფი განვითარების პერიოდი. დაბადებიდან სამი კვირის თავზე ბავშვი უკვე იღიმის, არჩევითად იღიმება ექვსი თვის ასაკში, უცხოს მიმართ შიში უჩნდება რვა თვისას და მალევე ამის შემდეგ უვითარდება დედასთან განშორების შფოთვა. ბოულბი (Bowlby, 1980) ყურადღებას ამახვილებდა ადრეული განვითარების ეტაპზე მშობლებსა და ბავშვს შორის სიახლოვისა და ძლიერი ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე. დედასთან სიახლოვე უმთავრესია, თუმცა არანაკლებ აუცილებელია მამასთან და სხვა ახლო ადამიანებთან თბილი ურთიერთობის არსებობაც. ამ პროცესის მნიშვნელობა დადასტურებულია სხვა კვლევებითაც. რუტერმა (Rutter, 1995) აჩვენა, რომ არსებობს კავშირი განვითარების ადრეულ ეტაპზე დედა-შვილის სიახლოვესა და მომავალში ურთიერთობის ინიცირების უნარს შორის. მიჯაჭვულობისა და რთიერთობის მნიშვნელობა.

ერთი წლისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს ახლო და უსაფრთხო ურთიერთობა დედასთან ან სხვა აღმზრდელთან. მას აქვს ჩამოყალიბებული კვებისა და ძილის პატერნები და, როგორც წესი, დასრულებული აქვს ძუძუს წოვა. ამ დროისთვის ბავშვები იწყებენ მათ ირგვლივ არსებული საგნების შეცნობას, ამყარებენ მარტივ მიზეზ-შედეგობრივ და სივრცით კავშირებს. ამ ასაკში ბავშვებს მოსწონთ სხვადასხვა ბგერების გამოცემა და შეუძლიათ წარმოთქვან „დედა“, „მამა“, ან სხვა მარტივი სიტყვები.

[რედაქტირება] მეორე წელი

ეს ასაკიც სწრაფი განვითარების პერიოდია. ბავშვს უჩნდება სურვილი დაიმსახუროს მშობლების შექება და განიცდის, როდესაც კიცხავენ. ისინი იწყებენ ქცევის გაკონტროლებას. ამ დროისთვის ურთიერთობის უნარი სათანადოდაა განვითარებული. თავშეუკავებელი ქცევა და რისხვის შეტევები (temper tantrum) უპირატესად იმედგაცრუების შედეგია. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის შეზღუდვების დაშვებას, ასეთი რეაქცია თანდათან შესუსტდება. ორი წლის ასაკისთვის ბავშვი ახერხებს ორი ან სამი სიტყვის მარტივ წინადადებებში გაერთიანებას.

[რედაქტირება] სკოლამდელი ასაკი (2- 5 წელი)

ამ დროს ვითარდება ინტელექტუალური უნარები, განსაკუთრებით მეტყველება. სოციალური ფუნქციები ყალიბდება იმით, რომ ბავშვი სწავლობს ოჯახში ცხოვრებას. ხდება მათი მშობლებთან იდენტიფიცირება, მორალური და ქცევის სტანდარტების დასწავლა. მას შემდეგ, რაც ბავშვები იწყებენ ურთიერთობას და-ძმასთან, თანატოლებთან და უფროსებთან, მათი სოციალური ცხოვრება აქტიურდება. რისხვის შეტევები (temper tantrum) ჯერ კიდევ არის, მაგრამ შესუსტებულია და სკოლის ასაკამდე მთლიანად უნდა გაქრეს. ყურადღება და კონცენტრაციის უნარი თანდათან იხვეწება. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა და ბავშვი უამრავ კითხვას სვამს.

2-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის ოჯახური ცხოვრება მდიდარი და შთამბეჭდავია. მან შეიძლება ჩაანაცვლოს რეალური სამყარო, რაც სურვილების ასრულების საშუალებას იძლევა. ბავშვისთვის რომელიმე ნივთი, მაგ., სათამაშო დათუნია ან საბნის პირი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ისინი ქმნიან სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას, რაც ბავშვს დაძინებაში ეხმარება. მათ „გარდამავალ (ტრანზიტორულ) ნივთებს” უწოდებენ.

ბავშვები იწყებენ საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას. ხვდებიან განსხვავებას მამრობით და მდედრობით სქესს შორის მათი გარეგნობის, ჩაცმულობის, ქცევისა და ანატომიის მიხედვით. სექსუალური თამაშები და ინტერესი ჩვეულებრივია ამ ასაკისთვის.

ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, განვითარების ამ ეტაპზე ყალიბდება დაცვითი მექანიზმი, რომელიც ეხმარება ბავშვს მისთვის მიუღებელი ემოციით გამოწვეული შფოთვის დაძლევაში.

[რედაქტირება] ადრეული ბავშვობისთვის დამახასიათებელი პრობლემები

დაბადებიდან ხუთი წლის ასაკამდე თავს იჩენს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ძილისა და კვების დარღვევები. ასევე, მშობლებთან მიჯაჭვულობა (განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობები ბავშვებში), თავშეუკავებლობა (temper tantrum), ოპოზიციური ქცევა და ზომიერი აგრესია.

[რედაქტირება] უმცროსი სასკოლო ასაკი

ხუთი წლისთვის ბავშვს გაცნობიერებული აქვს თავისი სქესი და პოზიცია ოჯახში. ის მზად არის დაძლიოს სკოლის მოთხოვნები, ისწავლოს წერა-კითხვა და არითმეტიკული მოქმედებები. მასწავლებელი ხდება მნიშვნელოვანი პიპიროვნება ბავშვის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ბავშვი თანდათან იწყებს თავისი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შეფასებას. გრძელდება ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დასწავლა. ფსიქოანალიზური თეორიის თანახმად, ფსიქოსექსუალური განვითარების ამ მშვიდ, ე.წ. ლატენტურ პერიოდში, ვითარდება დამატებითი დაცვითი მექანიზმები. თუმცა, დღეს ამ ასაკში სექსუალური სიმშვიდე საკამათო საკითხია. დადგენილია, რომ 5-10 წლის ბავშვებში არსებობს სექსუალური ინტერესიც და აქტივობებიც, რაც, სავარაუდოდ, დამალულია უფროსებისგან.

[რედაქტირება] უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები

ამ ასაკისთვის დამახასიათებელია შიში, ღამის კოშმარები, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები, დაუმორჩილებლობა და მოჩხუბარობა.

[რედაქტირება] მოზარდობა

მოზარდობა არის ბავშვობიდან მოწიფულობამდე ზრდის პერიოდი. პუბერტული ასაკის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი ფიზიკური ცვლილებებია. ასაკი, რომელშიც ეს ცვლილებები იჩენს თავს, მერყეობს გოგონებში 11-დან 13 წლამდე და ბიჭებში 13-დან 17 წლამდე. ამ პროცესს 8-10 წლისთვის დაწყებული სქესობრივი ჰორმონების გამომუშავება განაპირობებს. მოზარდობა არის პიროვნული იდენტობისა და ინდივიდუალური თვისებების განვითარების ასაკი. ამ დროს ყალიბდება თვითშეფასება, ხდება საკუთარ რაობაში გარკვევა და პიროვნება სახავს სამომავლო გეგმებს. იგი ფიქრობს მომავალზე, არჩევს ალტერნატივებს, აქვს იმედიანი განწყობა ან სასოწარკვეთის განცდა. ზოგი შეიძლება განიცდიდეს ემოციურ ქაოსს და ოჯახისგან გაუცხოებას, თუმცა ეს მდგომარეობა უნივერსალური არ არის.

მეტად მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა. საფუძველი ეყრება ახლო მეგობრობას, განსაკუთრებით გოგონებში. ჯგუფის წევრობა საშუალებას აძლევს პიროვნებას გაიკვალოს გზა ავტონომიისკენ. პუბერტულ ასაკში აქტიურდება სექსუალური ინტერესები. თავიდან, შეინიშნება საპირისპირო სქესის მიმართ გაუბედავი მცდელობები. შემდგომში ეს დამოკიდებულება უფრო მიზნობრივი და თავდაჯერებული ხდება. გვიანი მოზარდობის ასაკში შესაძლებელია შეყვარებაც და სექსუალური ლტოლვაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი. თუ რამდენად შორს შეტოპავს მოზარდი სექსუალურ ურთიერთობებში, დამოკიდებულია საზოგადოებრივ სტანდარტებზე, თანატოლების ქცევასა და ოჯახის დამოკიდებულებაზე.

[რედაქტირება] მოზარდობისთვის დამახასიათებელი პრობლემები

12-16 წლის ასაკისთვის დამახასიათებელია გუნებ-განწყობის მერყეობა, შფოთვა, ტრუანტობა, თანატოლებთან ურთიერთობების სირთულეები, დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა, რაც ვლინდება პასიური აგრესიით, ფსიქოაქტიური წამლების მოხმარებით, კონფლიქტურობით, ჩხუბითა და ქურდობით (შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში იწყება, არ არის დამახასიათებელი).



[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები