ბაზალეთის ბრძოლა 1626

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალეთის ბრძოლა 1626 - ბრძოლა ბაზალეთის ტბასთან ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ჯარებს შორის. სააკაძის მისწრაფება იყო ქვეყნის გაერთიანება და თავადთა თვითნებობის ალაგმვა. თავადებმა შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის. თეიმურაზის ლაშქარში, გარდა კახელებისა, შედიოდა აგრეთვე ქართლელ ფეოდალთა ნაწილი (მათ შორის იყო სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი). გიორგი სააკაძეს ქართლელების გარდა მხარს უჭერდნენ იმერლები და მესხები.

ბაზალეთის ბრძოლა მოხდა გვიან შემოდგომაზე, ცუდ ამინდში, მეომრებმა დიდი გზა გამოიარეს. სისხლისმღვრელ ბრძოლაში გიორგი სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა. საქართველოს გაერთიანების საქმე და სააკაძის ჩანაფიქრი ჩაიშალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები