ბათიაშვილი თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თმაზ ბათიაშვილი

ბათიაშვილი თამაზ ალექსის ძე - (18.III.1941, თბილისი), მევიოლინე და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1992), ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიისა (1971) და ლ. ვაინერის სახ. საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად).

1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1966 ასპირანტურა (პროფესორ შ. შანიძის ვიოლინოს კლასი). 1963-იდან მუშაობა დაიწყო საქართველოს კამერულ ორკესტრში (რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ბოლო 1966-იდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში მევიოლინედ. კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ. 1967-იდან კონსერვატორიის პედაგოგია (1986-იდან პროფესორი). 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. (ლ. საყვარელიძე)

იხილეთ აგრეთვე

თამაზ ბათიაშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები