ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი

ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - 1921-26 წლებში ბათუმში ფუნქციონირებდა საოპერო თეატრი. აქ შედგა მომავალში გამოჩენილი მომღერლის დავით ანდღულაძის დებიუტი.

1993 3 ოქტომბერს ბათუმში გაიხსნა ოპერისა და ბალეტის თეატრი. შემოქმედებითი კოლექტივის შექმნასა და დაკომპლექტებაში დიდი როლი მიუძღოდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მომღერალ ალეკო ხომერიკს. თეატრი წარმოდგენებს მართავს ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობაში. დაარსების დღიდან „აბესალომ და ეთერის“ გარდა აქ დაიდგა ვერდის „აიდა“ და „ოტელო“, რ. ლაღიძის „ლელა“ და საბალეტო წარმოდგენა „ქორეოგრაფიული ნოველები“.

თეატრის წარმატებებში დიდი როლი მიუძღვის მთავარ დირიჟორს დავით მუქერიას, მთავარ რეჟისორს გიზო ჟორდანიას, რეჟისორს გიგა ლორთქიფანიძეს, ქორმაისტერს ავთანდილ ჩხენკელს, ბალეტმაისტერს ბექარ მონავარდისაშვილს, მთავარ კონცერტმაისტერს მარინა დარჯანია-ხომერიკს, მხატვრებს: მირიან შველიძეს, უშანგი იმერლიშვილსა და მამია მალაზონიას.

1995 წელს რ. ლაღიძის ოპერა „ლელას“ დადგმისთვის სადადგმო ჯგუფსა და მთავარი პარტიის შემსრულებელს ა. ხომერიკს მიენიჭათ შ. რუსთაველის სახელობის პრემია. ამ წლებში თეატრის წამყვანი სოლისტები იყვნენ: ა. ხომერიკი, მ. ჯახუტაშვილი, თ. ჯავასიშვილი, ხ. მიქაბერიძე, მ. ზვიადაძე, მ. თომაძე, ტ. ჭიჭინაძე, ზ. ბუხრაძე, ო. ხოფერია, ე. გეგელაშვილი, ზ. ხამათაშვილი.

თეატრმა გასტროლები გამართა თბილისში (3-ჯერ) და ანტალიაში (თურქეთი, 1998), თეატრის სოლისტებმა, ორკესტრმა და გუნდმა მონაწილეობა მიიღეს „აჭარის დღეებში“, რომელიც გაიმართა მოსკოვში 2001 მაისში. 2005 წლის ოქტომბერში დაიდგა ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები