ბალიაშვილი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივანე ბალიაშვილი – დაიბადა 1947 წლის 23 სექტემბერს ახალციხეში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას (1972-91).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №5.37 ახალციხის საარჩევნო ოლქი, საგარეო კომისიის წევრი.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
- ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე (2002-2006).
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.