ბასილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბასილა

ბასილა - საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული. ბასილას კვერსინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით - „უხვი მოსავალი მოგვცესო“. მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის// აბრამიანის (იხ.) განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.


ლიტერატურა

გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები