ბასილთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილთა (ოს. Басилтæ)

1. ახალი წელი. – „ნოგ ბონი“.


2. საახალწლო რიტუალური პურები; აცხობდნენ ახალწლისწინა საღამოს და წარმოადგენდა ადამიანების, შინაური ცხოველების (ხარის, ცხვრის, თხის; ასევე ირმის) და სამეურნეო იარაღების (კავის, უღელის და სხვ.) ფიგურებს, რომლებსაც წყალკურთხევის („დონისქაფანი“) დღესასწაულამდე ინახავდნენ. იდენტური სახელწოდების (ბასილი, ბასილა, ვასილა) საახალწლო ფიგურულ პურებს იცნობდნენ სომხები და ქართველები. ასეთი პურები ფართოდ იყო გავრცელებული სხვა ხალხებშიც და გენეტიკურად დაკავშირებულია ნაყოფიერების კულტთან.

ტერმინი Басил- (-тæ ფორმანტი ოსურ ენაში მრავლობითობის მაწარმოებელია) უკავშირდება წმინდა ბასილი დიდის სახელს, რომლის ხსენების დღე ქრისტიანული კალენდრით ახალ წელზე (1 იანვარი) მოდის (შდრ. ოსური ენის დიგორული დიალექტის Басилти мæйæ – „იანვრის თვე“; ასევე იანვრის ბალყარული სახელწოდება – „ბასილაი“; რუსული Васильев день – „ახალი წლის დღე“, Васильев вечер – „ახალწლისწინა საღამო“).


ლიტერატურა

  • Чибиров Л. А. Народный земледельческий калкндарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия „Народы и Культуры“. Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები