ბაუმანის რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაუმანის რენეტი


ბაუმანის რენეტი(Reinette de Baumann, Baumanns rothe Winter Reinette, Reinette de Bollviller). ვაშლის ჯიში - ბაუმანის რენეტი წარმოშობილია ბელგიაში როგორც თესლნერგი მე–XX საუკუნის დასაწყისში. ევროპაში დიდი დაფასება ამ ჯიშს არ აქვს, რადგანაც ნაკლები ხარისხის ნაყოფს იძლევა. ბაუმანის რენეტი მეორეხარისხოვან საოჯახო ჯიშად ითვლება.

იგი საქართველოში ძველად შემოტანილ ევროპულ ვაშლის ჯიშებს შორის ნაკლებად გავრცელებული ჯიშია. მას უფრო მეტად ვხვდებით ქართლისა და ახალციხის მეხილეობის რაიონებში.

ჩვენში მას აფასებენ, როგორც შედარებით უხვმოსავლიან, ლამაზნაყოფიან, გამძლე, გარემო პირობებისადმი მცირე მოთხოვნილების და ფართო მოხმარების საოჯახო ჯიშს.

ბაუმანის რენეტი ჰყვავის ადრე და ყვავილი გაზაფხულის ყინვებისადმი არ არის მგრძნობიარე.

ნაყოფი

ნაყოფი მეტად ლამაზი გარეგნობის აქვს, საკმაოდ მსხვილი მომრგვალო–მობრტყო მოყვანილობის, ოდნავ შესამჩნევი წახნაგებით. ნაყოფი მტკიცედაა მიმაგრებული ყუნწით და ქარისაგან ადვილად არ სცვივა, ქეცით ნაყოფი ადვილად არ ავადდება, ტრანსპორტს ძლიერ კარგად იტანს და საწყობში ადრე გაზაფხულამდე სძლებს.

ჯამი ნახევრად დახურულია ან ნახევრად ღია, განიერ და საკმაოდ ღრმა ღრუშლია მოთავსებული.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა და წვრილი, ოდნავ მოღუნული.

ნაყოფის კანი თხელია, კრიალა და მკვრივი. ძირითადი შეფერვა ჩალისფერ–მოყვითალოა, საფარი ფერი მუქი წითელი სისხლისფერია, ადგილ–ადგილ ღია წითელი, ზევიდან გადაკრული აქვს თხელი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფი, მზიან მხარეზე გაზრდილი, მთლად წითელია, ისე კი ნაყოფის 1/2 ან 1/3 მუქ წითლადაა შეფერილი.

სრული სიმწიფის დროს ინვითარებს მცირეოდენ სურნელებას. მძიმე თიხნარებში ნაყოფი უფრო არმიმზიდველ ჩამუქებულ–ჩაშავებულ წითელ ელფერს იღებს, მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებზე კი ლამაზ, პრიალა, ღია წითელ ელფერს ღებულობს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მოთეთრო ფერისაა, მკვრივი და მაგარი კონსისტენციის, სრულ სიმწიფისას საკმაოდ წვნიანია, მცირე მჟავიანობით, გემოს მხრივ მეორეხარისხოვანია.

ხე

ხე საკმაოდ ძლიერი ზრდისაა, ვითარდება საშუალო სიდიდის ხედ, განიერი, მომრგვალო ბირთვისებრი ვარჯით. ადრე შედის მსხმოიარობაში და იძლევა საკმაოდ უხვ მოსავალს. ახასიათებს რეგულარული მეწლეობა. გარემო პირობებისადმი დიდი მომთხოვნი არ არის თუმცა მხოლოდ ოპტიმალური კვებისა და ზრდაგანვითარების პირობებში იძლევა დიდ მოასავალს.

ბაუმანის რენეტი სამეურნეო თვითსტერილია.

საქართველოს სამრეწველო ასორტიმენტში შეტანილია მეხილეობის ზოგიერთი რაიონისათვის 3–5%–მდე. კარგი ჯიშია ფორმისა და ნაგალა კულტურის წარმოებისათვის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები