ბაღვაში რატი (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რატი (II) ბაღვაში ლიპარიტის ძე - კლდეკარის ერისთავი 1048-1049 წწ.; ლიპარიტ IV-ს სამი ვაჟი ჰყავდა: რატი, ივანე, ნიანია და, სავარაუდოდ, ორი ასული. 1057 წ. ლიპარიტის შეპყრობის დროს, წყარო ასახელებს მხოლოდ ივანესა და ნიანიას, ხოლო რატის შესახებ არაფერს იუწყება. მამის შეპყრობის შემდეგ ივანე ბიზანტიაში გაიპარა, ნიანია კი ანისში გარდაიცვალა. რატი, როგორც ჩანს, ამ დროისათვის კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ უფრო ადრე შესრულებულ გოხნარის წარწერაში იგი ერისთავთერისთავად არის მოხსენიებული თავის ძმასთან, ივანესთან ერთად. ვარაუდობენ, რომ ლიპარიტის ტყვეობის წლებში (1048-1049) კლდეკარის ერისთავობა რატი (II) ბაღვაშს ეპყრა.



წყაროები და ლიტერატურა

ხელნაწერთა აღწერილობა 1953: 93-94; მატიანე ქართლისაჲ 1955: 305; ბაქრაძე 1959: 57; ბახტაძე 2003: 178.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები