ბაშალეიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ბაშალეიშვილი – (დ. 4 ოქტომბერი, 1963, თბილისი – გ. 23 მარტი, 2013). გეოლოგი
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი (1987).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტში (1990-92).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია, პრივატიზაციის ქვეკომისიის თავმჯდომარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.
- ქ. თბილისის ვიცე-პრემიერი (1994-96);
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში (1996-98).