ბეთქილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Jixvis qandakeba.jpg|thumb|380px|'''ჯიხვის ქანდაკება. ბრინჯაო. სამთავრო, მცხეთა (ძვ. წ. I ს.). სსმ, არქეოლოგიის გამოფენა''']]
 
'''ბეთქილი''' – თებერვალში სვანეთში, სოფელ ჟაბეშში იციან ალბაიღრალის დღეობის გადახდა. ამ დღეს აქ წმინდა ფერხულს – სიმთი ჭიშხაშს დააბამენ ხოლმე სვანები. მაგრამ მხიარული ჰანგების ნაცვლად ამ ფერხულში გოდება გაისმის. ვაჟკაცურია, ომახიანია ეს სიმღერა, მაგრამ მაინც გლოვაა.
 
'''ბეთქილი''' – თებერვალში სვანეთში, სოფელ ჟაბეშში იციან ალბაიღრალის დღეობის გადახდა. ამ დღეს აქ წმინდა ფერხულს – სიმთი ჭიშხაშს დააბამენ ხოლმე სვანები. მაგრამ მხიარული ჰანგების ნაცვლად ამ ფერხულში გოდება გაისმის. ვაჟკაცურია, ომახიანია ეს სიმღერა, მაგრამ მაინც გლოვაა.
  

მიმდინარე ცვლილება 12:47, 13 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ჯიხვის ქანდაკება. ბრინჯაო. სამთავრო, მცხეთა (ძვ. წ. I ს.). სსმ, არქეოლოგიის გამოფენა

ბეთქილი – თებერვალში სვანეთში, სოფელ ჟაბეშში იციან ალბაიღრალის დღეობის გადახდა. ამ დღეს აქ წმინდა ფერხულს – სიმთი ჭიშხაშს დააბამენ ხოლმე სვანები. მაგრამ მხიარული ჰანგების ნაცვლად ამ ფერხულში გოდება გაისმის. ვაჟკაცურია, ომახიანია ეს სიმღერა, მაგრამ მაინც გლოვაა.

„ბაილ, ილბა ბაილ, ვაი, საბრალო ბეთქილ, ბეთქილ საწყალო“, – გაისმის ამ სიმღერაში. ვინ იყო ბეთქილი, რომელსაც დასტირიან?

ერთ დღეს, სოფელ ჟაბეშში სამთი ჭიშხაში ჰქონიათ ჩაბმული. მაღალი თოვლის კოშკი აეშენებინათ სვანებს და ზედ ორსართულიან ფერხულს უვლიდნენ. უეცრად მოფერხულეებმა დაინახეს თეთრი ჯიხვი, რომელიც წრეში შემოვიდა, გაუარა მონადირე ბეთქილს ლაჯებს შუა და კლდეებს მიეფარა.

– ვინ წავა, ამ ჯიხვს ვინ დაიჭერს?! – ახმაურდა ხალხი. – ამ ჯიხვის დამჭერი ისევ მონადირე ბეთქილი თუ იქნებაო...

მართლაც, მოიკაზმა ბეთქილი, გაიბანდა ბანდულები კლდეებზე სასიარულოდ და გასწია სანადიროდ, თეთრი ჯიხვის საძებრად. თან ორი მწევარიც გაიყოლა. მიდის ბეთქილი კლდეებში. წინ გზა ფართოდ ეშლება, უკან მოიხედავს – გზა ვიწროვდება, ქრება. მაგრამ ბეთქილი ამას არ დაეძებს, თეთრი ჯიხვი ელანდება, იმის მონადირება უნდა. ბოლოს შევიდა თვალუწვდენელ კლდეებში, დალის სამყოფელში. უეცრად წინ თეთრი ჯიხვი დაუდგა. შეხედა თუ არა ბეთქილმა, თეთრი ჯიხვი კლდის დედოფალ დალად იქცა. ნადირთ პატრონის ქათქათა სხეულს ხშირი ოქროს ნაწნავები ფარავდა.

შეკრთა ბეთქილი, ისეთი მრისხანება ეხატა ნადირთ პატრონს სახეზე.

– ჩემო საყვარელო ბეთქილ, – უთხრა დალმა მონადირეს, – ხომ გახსოვს, სიყვარულის ნიშნად მძივი რომ გაჩუქე. რაც ეს მძივი მოგეცა ჩემგან, ნადირობიდან მუდამ გამარჯვებული, ნანადირევით დატვირთული ბრუნდები შინ. მითხარი ახლა, რა უყავი ის მძივი, სად არის, მაჩვენეო.

– შენი ნაჩუქარი მძივი, დედოფალო, შინ დამრჩა, სასთუმალქვეშ. – კანკალით მიუგო ბეთქილმა.

– როგორაც შინ დაგრჩა ჩემი მძივი, დაბრუნებასაც ისეთს მოგცემ, – მიუგო დალმა, – რად უღალატე ჩემს პირობას? წუხელ ვნახე, ჩემი მძივი მკერდს უმშვენებდა ლამაზ თამარს, რომელიც შეიყვარე და მისთვის დედოფალი დალი დაივიწყე.

ეს თქვა დალმა და გაუჩინარდა. მოიხედა უკან ბეთქილმა: თოვლით დაფარულა, წაშლილა მისი ნავალი. მარცხენა ფეხის დასადგმელიღა დარჩა და მარჯვენა ხელის მოსაკიდი... შერჩა ბეთქილი ციცაბო კლდეს.

მაღალი ხმით მოთქვამს საკუთარ თავზე სასოწარკვეთილი ბეთქილი. აყმუვლდნენ მისი მწევრებიც. მისწვდა მათი ხმა მულახ-მუჟალს და ყველა მის საშველად გაემართა. ზოგს თოკები მოჰქონდა, ზოგს კიბეები, ზოგს ქეჩა და ნაბდები მოეკიდებინა ზურგზე...

კლდის ძირს რბილად დაუგეს ნაბდები, ააყუდეს კიბეები, მაგრამ კლდემ ზრდა დაიწყო და ბეთქილი უფრო და უფრო მაღლა აჰყავდა. მაშინ მოუარეს ვაჟებმა მთას ზემოდან და თოკები ჩაუშვეს ბეთქილის ამოსაყვანად, – ახლა დადაბლდა მთა და ბეთქილი ქვევით ჩაიყვანა. მიხვდნენ მაშინ, რომ დალის ნება იყო ბეთქილის სიკვდილი.

– ტყუილად ნუ ცდილობთ ჩემს გადარჩენას. ცოდვა ნუ დაედება თამარს, ჩემს სატრფოს, იმის მიზეზით ვიღუპები, – ჩასძახა ბეთქილმა თანასოფლელებს, – უთხარით თამარს, ჩემს მოსაგონად თავსაფარი მარჯვნივ შემოატრიალოს და ცრემლი ბლომად დაღვაროს.

მამაჩემს უთხარით, დროდადრო, შველის თავი შესწიროს ჩემს სახელზე.

დედაჩემს უთხარით, მიკურთხოს ხაჭაპურ-ჭიშდვარი.

ჩემს დებს უთხარით, თმები შეიჭრან და ხმამაღლა მიტირონ ყოველ კვირას.

ბაბუაჩემს უთხარით, ბევრი რანგი და ღვინო მიკურთხოს.

ჩემს ძმებს უთხარით, ჩემი აბჯარი გაფერონ ხოლმე.

ჩემს ტოლებს უთხარით, ზარი მაგრად შემომძახონ...

და ჩამოვარდა კლდიდან ბეთქილი. აიყვანეს და საკაცით წაიყვანეს მისმა ტოლებმა სოფელში. მას შემდეგ ასე მღერიან ფერხულებში:

„საბრალო ბეთქილ, საცოდავო ბეთქილ! დღე და ღამე იყრება, ბეთქილ კლდიდან ვარდება...

ძირს დათვი უდარაჯებს, ალბათ ბეთქილის ხორცი უნდა...
ზევიდან ყორანი დასჩხავის, ალბათ ბეთქილის თვალები უნდა.
საბრალო ბეთქილ, საცოდავო ბეთქილ!
თმები, შენი თმები ორბებს მიჰქონდათ საბუდრად...
მძორი ყვავებს მიჰქონდათ ბარტყებისათვის...
ძვლებმა ძირს ჩამოაწია.
ბეთქილი დაღუპულა, დალს თავისი
შეურაცხყოფა ასე გადაუხდია!“



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები