ბერიძე ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე ბერიძე – (დ. 17 დეკემბერი, 1917, ჩოხატაურის რაიონის სოფელი ერკეთი – გ. 23 თებერვალი, 1996). — ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, გენერალ-მაიორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; სამხედრო-პოლიტიკური აკადემიის ადიუნქტურა.
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში.
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, მშრომელთა სოციალისტური პარტიისაგან, ვეტერანთა საქმეების კომისიის თავმჯდომარე.