ბესლეთის ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბესლეთის ხიდი''' -  მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გადებულია ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე.
 
'''ბესლეთის ხიდი''' -  მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გადებულია ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე.
[[ფაილი:BesleTis xidi.jpg|thumb|400პქ|'''ბესლეთის ხიდი''']]
+
 
 
===== ისტორიული-არქიტექტურული აღწერა =====
 
===== ისტორიული-არქიტექტურული აღწერა =====
 
სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთის კალაპოტზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. იგი აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებულია ქვის თლილი ბლოკებით, რომელთა შორის დაყოლიებულია ბრტყელი აგურის შრეები.  
 
სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთის კალაპოტზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. იგი აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებულია ქვის თლილი ბლოკებით, რომელთა შორის დაყოლიებულია ბრტყელი აგურის შრეები.  

22:48, 24 იანვარი 2017-ის ვერსია

ბესლეთის ხიდი - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გადებულია ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე.

ისტორიული-არქიტექტურული აღწერა

სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთის კალაპოტზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. იგი აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებულია ქვის თლილი ბლოკებით, რომელთა შორის დაყოლიებულია ბრტყელი აგურის შრეები.

ხიდი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს, რომლის ხუროთმოძღვარს, როგორც ჩანს კარგად ჰქონდა შესწავლილი ამ მდინარის თვისება. ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდი დიდ სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო. ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვაქვს, კერძოდ, რკონის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.

ბესლეთის ხიდის დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი, წარწერა დათარიღებულია X-XII საუკუნეებით.

მიუხედავად იმისა, რომ წარწერაში დასახელებულია მეფე ბაგრატი, ადგილობრივმა მოსახლეობამ თამარ მეფისადმი (ერთიანი საქართველოს მეფე 1184-1213) დიდი სიყვარულის დასტურად, ამ ხიდს თამარის ხიდი შეარქვა.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ვინაიდან ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის შესწავლა და მისი რესტავრირება შეუძლებელია. ხიდი საჭიროებს გამაგრებას და მცენარეული საფარისგან გაწმენდას.


ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი



წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები