ბეტონის დამცავი შრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის დამცავი შრერკინაბეტონის კონსტრუქციის ბეტონის შრე გარე ზედაპირსა და კონსტრუქციაში მოთავსებული არმატურის ახლომდებარე ზედაპირს შორის. ის უზრუნველყოფს ბეტონისა და არმატურის ერთობლივ მუშაობას კონსტრუქციის მუშაობის ყველა სტადიაზე, აგრეთვე არმატურის დაცვას გარე ატმოსფერული, ტემპერატურული და სხვა მსგავსი ზემოქმედებისაგან. გრძივი მუშა არმატურისათვის (დაუძაბავი და საბჯენებზე დაჭიმვის გზით დაძაბული) დამცავი შრის სისქე უნდა იყოს არანაკლებ ღეროს ან ბაგირის დიამეტრისა და არანაკლები (ზომები მმ-ში): ფილებში და კედლებში სისქით: 100-მდე ჩათვლით – 10; 100-ზე მეტი – 15. კოჭებში და წიბოებში კვეთის სიმაღლით: 250-ზე ნაკლები – 15; 250 და მეტი – 20; სვეტებში – 20; საძირკვლის კოჭებში – 30. საძირკვლებში: ასაწყობში – 30; მონოლითურში, რომელსაც აქვს ბეტონის მომზადება – 35; მონოლითურში, რომელსაც არა აქვს ბეტონის მომზადება – 70. B7,5 და უფრო დაბალი კლასის დაფოროვნებული და მსუბუქი ბეტონებისაგან დამზადებულ ერთფენოვან კონსტრუქციებში დამცავი შრე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ, ხოლო გარე საკედლე პანელებში (ფაქტურის შრის გარეშე) – არანაკლებ 25 მმ-სა. უჯრედოვანი ბეტონის ერთფენოვან კონსტრუქციებში დამცავი შრე ყველა შემთხვევაში მიიღება არანაკლებ 25 მმ-სა. განივი, გამანაწილებელი და კონსტრუქციული არმატურის დამცავი ბეტონის შრის სისქე მიიღება არანაკლებ აღნიშნული არმატურის დიამეტრისა და არანაკლებ (მმ-ით): 250 მმ-ზე ნაკლები სიმაღლის განივკვეთიანი ელემენტებისათვის – 10; 250 მმ-ის ტოლი და მეტი სიმაღლის განივკვეთიანი ელემენტებისათვის – 15. B7,5 და უფრო დაბალი კლასის მსუბუქი და დაფოროვნებული ბეტონების ელემენტებში და უჯრედოვანი ბეტონების ელემენტებში კვეთის სიმაღლის მიუხედავად, განივი არმატურის დამცავი ბეტონის შრის სისქე მიიღება არანაკლებ 15 მმ-ისა. წინასწარ დაძაბული ელემენტების ბოლოებში, ძაბვების გადაცემის ზონაში დამცავი ბეტონის შრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ: A-IV, A-IIIB კლასის ღეროვანი არმატურისათვის – 2d; A-V, A-VI, AT-VII კლასის ღეროვანი არმატურისათვის – 3d; არმატურის ბაგირებისათვის – 2d (აქ d მმ-შია). გარდა ამისა, დამცავი ბეტონის შრე ელემენტის სიგრძის მითითებულ მონაკვეთზე უნდა იყოს არანაკლები 40 მმ-სა ყველა კლასის ღეროვანი არმატურისათვის და არანაკლები 20 მმ – საარმატურო ბაგირებისათვის. საყრდენთან განლაგებულ კვეთებში დამცავი ბეტონის შრე, ანკერებიანი ან უანკერო დაძა-ბული არმატურისათვის, დასაშვებია დაინიშნოს ისეთივე, როგორც მალში. წინასწარ დაძა-ბულ ელემენტებში, ბეტონზე დაჭიმული და არხებში განლაგებული გრძივი არმატურით, მა-ნძილი ელემენტის ზედაპირიდან არხის ძირამდე უნდა იყოს არანაკლები 40 მმ-სა და არანაკლები არხის სიგანისა. გარდა ამისა, მითითებული მანძილი ელემენტის გვერდით წახ-ნაგამდე უნდა იყოს არანაკლები არხის სიმაღლის ნახევრისა. დაძაბული არმატურის განლა-გებისას ღარებში ან ელემენტის კვეთის გარედან, დამცავი ბეტონის შრის სისქე, რომელიც წა-რმოიქმნება ტორკრეტირების შედეგად ან რაიმე სხვა ხერხით, მიიღება არანაკლებ 20-მმ-სა. მთლიანი არმატურის ღეროების, ბადეების ან კარკასების ყალიბებში თავისუფლად ჩაწყობის მიზნით, რომლებიც გაიმართებიან ნაკეთობის მთელ სიგრძეზე ან სიგანეზე, მათი ბოლოები დაშორებული უნდა იყოს ელემენტის წახნაგებიდან: 9 მეტრამდე ნაკეთობის შესაბამისი ზომისას – 10 მმ, 12 მ-დე – 15 მმ, ხოლო 12 მ ზევით – 20 მმ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები