ბეტონის დანამატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის დანამატები – ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება ბეტონში ცემენტის ეკონომიისა და ნარევის თვისებების რეგულირებისათვის. არსებობს ორი სახის: ქიმიური დანამატი, რომელიც ემატება ბეტონს მცირე რაოდეობით (0,1-2% ცემენტის მასიდან) და მიზანშეწონილად ცვლის ბეტონის ნარევის და ბეტონის თვისებას და წმინდად დაფქული დანამატი (5-20%) ცემენტის ეკონომიისა და ბეტონის მკვრივი მასის მისაღებად. ქიმიური დანამატის გამოყენება ყველაზე უნივერსალური, ხელმისაწვდომი და მოქნილი მეთოდია ბეტონის ტექნოლოგიის მართვისა და მისი თვისების რეგულირებისათვის. თუ ადრე მშენებლობაში დანამატად გამოიყენებოდა ცალკეული ქიმიური პროდუქტი და წარმოების მოდიფიცირებული ნარჩენი, ამჟამად უფრო პრიორიტეტულია სპეციალურად ბეტონისათვის დამზადებული დანამატები, როგორებიცაა, მაგ.: პლასტიფიკატორი, სუპერპლასტიფიკატორი, ჰიპერპლასტიფიკარორი, ჰაერჩამთრევი, ჰიდროფობულ-მაპლასტიფიცირებელი, გაყინვის საწინააღმდეგო, აირწარმომქმნელი, შეკვრის შემანელებელი, მინერალური, ორგანულ-მინერალური, ინერტული, კაჟმიწა, კალმატრონი და სხვ. ერთი და იმავე დანამატი სხვადასხვა დოზის დროს იწვევს სხვადასხვა მოქმედებას, შეუძლია დააჩქაროს ან შეანელოს ბეტონის გამაგრება. მაგ., სუპერპლასტი-ფიკატორის ზედმეტი რაოდენობა, აყოვნებს ბეტონის გამაგრებას. ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატის CaCℓ2-ის დიდი დოზა იწვევს არმატურის კოროზიას, ამიტომ რკინაბეტონში მისი რაოდენობა იზღუდება 2%-მდე. ზოგიერთ დანამატს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება, მაგ., მაპლასტიფიცირებელი და ჰაერჩამთრევი, აირწარმომქმნელი და მაპლასტიფიცირებელი და სხვ. ამ შემთხვევაში დანამატის კლასიფიცირებას ახდენენ უფრო მეტად გამოსახული მოქმედების ეფექტის მიხედვით. ბეტონის დანამატები შეირჩევა სამშენებლო ლაბორატორიაში გამოცდების გზით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები