ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Palmira.jpg

თეატრი – ძნელი სათქმელია, თუ როდის და სად ჩაისახა პირველად თეატრის იდეა. მინოსური კულტურის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ მცირე ამფითეატრები კრეტის უძველეს მკვიდრთა სასახლეებსაც ამშვენებდნენ. კერძოდ, ფესტოსა და კნოსოსში აღმოჩენილია ევროპის კონტინენტზე პირველი თეატრის ტიპის ნაგებობანი, სადაც 500-მდე მაყურებელი ეტეოდა. ჩანს, იქ იმართებოდა რაღაც სანახაობები, თუ რა, არავინ იცის. მაგრამ ის, რომ დრამა თავისი კლასიკური ფორმით პირველად სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა, საყოველთაოდ არის აღიარებული. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Aryis gamoxda.jpg

არყის გამოხდა - „არაყი არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინადგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების“, მისი ბერძნული შესატყვისი „რახი, ერთჯერ გამოხდილს ეწოდების“ (საბა), ე.ი. ქართული „იყი“, არაბული „არაყი“ და ბერძნული „რახი“, სამივე გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტებია და „სასმელ არაყს“ ნიშნავს.

საქართველოში, მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში, არყის წარმოება უშუალოდ მევენახეობა-მეღვინეობასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ბარში არაყს მეტწილად ხილისა და მეღვინეობის ნარჩენებისგან ხდიდნენ, მთაში კი - მარცვლეული კულტურებისგან. სრულად...

Surati.png

დღის სურათი

ანა მენდიეტა. უსათაურო, სერიიდან სიცოცხლის ხე, 1977; ფერადი ფოტო, 50.8X33.7 სმ. © ანა მენდიეტას კოლექციიდან


Wiki.png

მინოსური კულტურა

Mokrive bichebi.jpg

მინოსური კულტურა – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე მინოსი, რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი დედალოსი. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები