ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.


კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Miqelanjeo vatikanis pieta.jpg

ვატიკანის პიეტა - ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - „ვატიკანის პიეტა“, „პიეტა ბანდინი“, „პიეტა პალესტრინა“ და „პიეტა რონდანინი“.

23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერ დე ლაგროლამ (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს ახლი ნამუშევრის „პიეტას“ შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობას ორი წელი მოანდომა, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირდა.

სკულპტურა მთლიანი მარმარილოსგან არის გამოქანდაკებული. ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული მარიამ ღვთისმშობლის მუხლებზეა დასვენებული. სკულპტურა ქმნის რენესანსისათვის დამახასიათებელ პირამიდისებურ კომპოზიციას. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

FEXBURtIS tAMAsIS WESEBI.JPG

ფეხბურთის თამაშის წესები − იმ წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში. აღნიშნული თამაშის წესები აღებულია ფეხბურთის შესახებ პირველი ქართულ ენაზე 1925 წელს გამოცემული წიგნის - „ფეხბურთის თამაშის წესები” მიხედვით. თამაშობაში მონაწილეობს ორი გუნდი (ჯგუფი) თითეული 11 კაცის შემადგენლობით.

მსაჯულთა საყურადღებოდ მსაჯულმა, თუნდაც პირველი დასტვენიდან სულ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, გუნდს არ უნდა მისცეს ნება შესცვალოს სხვა მოთამაშეთი ის მოთამაშე, რომელიც უკვე შეუდგა თამაშს. ოფიციალურ თამაშში ასეთი შეცვლა არ შეიძლება იქნეს დაშვებული თუნდაც ამის თანახმა იყოს ორივე მოჯიბრე მხარე.სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

აღმოსავლური ხურმა

Pekani 2.jpg

პეკანი – Carya illinoensis, ადრე Carya olivaefroms, Carya pecan პეკანი კაკლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ის ბუნებრივად იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში და ძველთაგანვე ბევრ ქვეყანაში ხარობს. მოჰყავთ კავკასიაში, იშვიათად უკრაინასა და შუა აზიაში. კაკალნაყოფიანებს შორის პეკანი ყველაზე ძვირფასი კულტურაა. მისი გარეული სახეები ამერიკის ჩრდილოეთ რაიონებში უმეტესად მდინარისპირა ველებზე იზრდება. საქართველოში პეკანის კაკალი 1901 წელს შემოიტანეს და მისი ნარგაობა ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შავისზღვისპირა რაიონებში გვხვდება, სადაც მსხმოიარე ასაკის ველური ჯიშის ხეები იზრდება: ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ჩაქვში, ციხისძირში, გაგრაში, ოზურგეთში და ა.შ. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები