ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.


კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Clodi.jpg

კლოდიონი - (Claude Michel, Clodion 1738-1814) – საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედისთვის როკოკოს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიცვალა. როკოკოს სტილი და მისი თემატიკა ამორალურად, საუკეთესო შემთხვევაში, ზედაპირულად და ფუქსავატურად ჩაითვალა. კლოდიონის სახელით ცნობილი მოქანდაკე როკოკოს სტილისადმი ერთგული, ფაქტობრივად, საფრანგეთის რევოლუციამდე რჩება. მისი ნამუშევრების უმეტესობა მხიარული და ეროტიკული ხასიათის მცირე ზომის გაუფერადებელი ტერაკოტის მცირე პლასტიკის ნიმუშებია, რომლებსაც იმ პერიოდში ძირითადად მაგიდაზე დგამდნენ ხოლმე. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

West.jpg

კლასიციზმი რომში − რომში სასწავლებლად და სამუშაოდ ჩასული მხატვრები და ინტელექტუალები კლასიცისტური იდეალების მიმართ არსებული საერთო ინტერესების ირგვლივ ხშირად ჯგუფებად ერთიანდებოდნენ. ბრიტანულ დაჯგუფებაში, მაგალითად, შედიოდნენ ანჯელიკა კაუფმანი, ბენჯამინ უესთი და გევინ ჰამილთონი. ადრეული კლასიციზმის განვითარებაში სამივეს თავისი წვლილი მიუძღვოდა. არსებობდა, აგრეთვე, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული მხატვრების გაერთიანებებიც. ამ დროის ყველაზე გავლენიანი დაჯგუფება კარდინალ ალესანდრო ალბანის (1692-1779) ფინანსური მხარდაჭერით რომის განაპირას, ვილა ალბანიში დაარსდა.

.სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

ატამი

Atmis nayofi.jpg

ატამი(ლათ. Prunus persica) საშუალო სიმაღლის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იგი მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუშს. ატმის ხე 7-8 მ-მდე იზრდება, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. ატმის კულტურას საქართველოსთვის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს რაიონებში ატმის კულტურის გასავრცელებლად საუკეთესო პირობებია. ატმის ხე ადრე იძლევა მოსავალს, უკვე მე–3 წელიწადს არის მოსალოდნელი მოსავლის მიღება ატმის ახალგაზრდა ნარგავიდან. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები