ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.


კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Shapiro.jpg

ფემინიზმი და ხელოვნება – ფემინისტური ხელოვნების იდეა 1960-იან წლებში, ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის თანმდევად განვითარდა. ის გამოწვევად იქცა ხელოვნების ისტორიაში მყარად დამკვიდრებული, თუმც ღიად არგამოთქმული მოსაზრების მიმართ, რომლის თანახმადაც, დიდი ხელოვნების შექმნა მხოლოდ მამაკაცებს ხელეწიფებოდათ. 1960-იანი წლებიდან ფემინისტური ხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის სამმა ტალღამ გადაიაირა. პირველი თაობის ფემინისტთა ხელოვნება უმთავრესად, მიზნად ისახავდა როგორც წარსულის, ისე ამჟამინდელი ქალი არტისტების მიღწევების ცნობადობის გაზრდას. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Virzint.jpg

როკოკოს ეკლესიის დეკორი − როკოკოს დასაწყისი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ეკლესია ჩრდილოეთ ევროპაში თანდათან კარგავს ხელოვნების მთავარი მფარველის როლს. ტაძრების მშენებლობა და გაფორმება, მართალია, ისევ გრძელდება, მაგრამ ეკლესიისა და საგვარეულო არისტოკრატიის პატრონაჟი ხელოვნებაზე უკვე მნიშვნელოვნადაა შესუსტებული. მიუხედავად ამისა, როკოკოს სტილს სულიერებისა და რელიგიური გამოცდილების გამოსავლენად საკმაოდ მძლავრი რესურსი აღმოაჩნდა. ამ სტილით აგებული რამდენიმე ეკლესია ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ფორმა - გარეგნული ნიშნები, სხვადასხვაგვარ საზოგადოებრივ აზრსა და მის მნიშვნელობებს მოერგოს. სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

თაფლი

Tafli.jpg

თაფლი – მცენარეების ნექტარიდან მუშა ფუტკრების მიერ გადამუშავებული ტკბილი ნივთიერება, რომელიც საკვებად გამოიყენება. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა.

ფუტკრის ნატურალური თაფლი უნიკალური დიეტური და სამკურნალო თვისებების საკვები პროდუქტია. იგი ფუტკრის მიერ მხოლოდ თაფლოვანი მცენარეების ნექტრის გადამუშავებით მიიღება და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. თაფლის სასაქონლო თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფლორისა და კლიმატური პირობების თავისებურებაზე, რომელშიც უხდება მუშაობა ფუტკარს. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები