ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.
Images.jpg


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Xorbali.jpeg

ხორბალი - (Triticum L.). ტერმინი ხორბალი (ჭანურად "ქოვ-ალი" // "ქუვ-ალ-ი", "ქუ-ალ-ი", "ქვ-ალ-ი"; მეგრულად "ქობალი"; სვანურად "კვეცენ"), საქართველოში თავდაპირველად აღნიშნავდა საერთოდ ყოველგვარ პურეულ მცენარეს, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად ხორბლის გვარს. შემდგომ ხანაში შეიმჩნევა ტერმინ „ხორბლის“ ჩანაცვლება „პურით“, რომელიც გულისხმობს, როგორც თვითონ ხორბლის პურს, ასევე მცენარეს.

თავდაპირველად ქართველები საკუთრივ პურისა და პურეული მცენარის აღსანიშნავად სახელწოდება „დიარს“ იყენებდნენ. ამჟამად ტერმინი „დიარ“ შემონახული აქვთ მხოლოდ ლაზებსა და სვანებს (ივ. ჯავახიშვილი, 1930; Менабде, 1948). სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Abramiani.jpg

აბრამიანი – საახალწლო ხონჩა (ქართლ.).

ახალი წლის დადგომისას ოჯახში აცხობდნენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ ბედისკვერს, ასევე, შინაური საქონლისათვის დამახასიათებელ ატრიბუტებს ცური, ფაფარი, სახვნელი, გუთანი, უღელი და სხვა). ახალ წელს, განთიადისას, ოჯახის უფროსი ხონჩაზე დადებდა ღორის თავს, ბასილას პურის ქანდაკებას, ბედის კვერებს, თაფლიან პურებს და ზედ მიაკრავდა ანთებულ სანთელს. სრულად...

Surati.png

დღის სურათი

რქაწითელისაქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში


Wiki.png

XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტული არქიტექტურა

Seagram building.jpg

XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტული არქიტექტურა – ლუდვიგ მის ვან დერ როე (Ludwig Mies van der Rohe, 1886-1969) ომის შემდგომი ინტერნაციონალური სტილის ნაგებობების ყველაზე ექსტრემალურ მაგალითებს ქმნიდა . ბაუჰაუზის ყოფილი პედაგოგისა და ნაცისტური გერმანიიდან დევნილი არქიტექტორის მინის სწორკუთხა კოშკები ომის შემდგომი კაპიტალიზმის სახედ იქცა. ფილიპ ჯონსონთან ერთად შექმნილი, ნიუ იორკის სიგრემის შენობის ცხად, მკაფიო, სუფთა ხაზებში გაცხადებული სტანდარტიზაცია და ინდივიდუალურობის ნაკლებობა, თანამედროვე კორპორაციების სინონიმებად მიიჩნევა. ასეთი ტიპის შენობების კონსტრუირების ეფექტური მეთოდები და მასალები არქიტექტორებს მიწის მცირე ნაკვეთზე უამრავი საოფისე სივრცის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები