ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Atena mironi.jpg

ათენა - ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.იგი განასახიერებს სიბრძნეს; მფარველობს ქალაქებს, სახელმწიფოებს, მეცნიერებას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას; მას მიიჩნევენ სამართლიანი და გონიერი ომების ქალღმერთად. რომაულ მითოსში იგი მინერვას სახელით შევიდა.

ათენას სახელს მრავალი ლეგენდა და მითოსი უკავშირდება. მათ შორის ყურადღებას იპყრობს მისი დაბადების ამბავი: ზევსს შეუყვარდა სიბრძნის ღვთაება მეტისი, რომელსაც არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ემალებოდა მის თვალთა მზერას.მაგრამ ერთხელაც დაიჭირა იგი ზევსმა და შეეუღლა. წინასწარმეტყველება ასეთი იყო. დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და გონიერებით მამის სწორი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი, რომელიც დაამხობს მამას. შეშინდა ზევსი, საალერსო სიტყვებით შეიტყუა მეტისი თალამოსში და ჩაყლაპა. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Uruqi mesopotamia.jpg

მოზაიკა - ფრანგ. Mosaique. გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სრულად...

Surati.png

დღის სურათი

ქალი სააბაზანოში. თანამედროვე მოზაიკა


Wiki.png

ატმის ჯიშები

Amsdeni.jpg

კატეგორია "ატმის ჯიშები" აერთიანებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ატმის ჯიშებს

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები