ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Atena mironi.jpg

ათენა - ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.იგი განასახიერებს სიბრძნეს; მფარველობს ქალაქებს, სახელმწიფოებს, მეცნიერებას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას; მას მიიჩნევენ სამართლიანი და გონიერი ომების ქალღმერთად. რომაულ მითოსში იგი მინერვას სახელით შევიდა.

ათენას სახელს მრავალი ლეგენდა და მითოსი უკავშირდება. მათ შორის ყურადღებას იპყრობს მისი დაბადების ამბავი: ზევსს შეუყვარდა სიბრძნის ღვთაება მეტისი, რომელსაც არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ემალებოდა მის თვალთა მზერას.მაგრამ ერთხელაც დაიჭირა იგი ზევსმა და შეეუღლა. წინასწარმეტყველება ასეთი იყო. დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და გონიერებით მამის სწორი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი, რომელიც დაამხობს მამას. შეშინდა ზევსი, საალერსო სიტყვებით შეიტყუა მეტისი თალამოსში და ჩაყლაპა. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Casa Batllo.jpg

არტ-ნუვო - არტ-ნუვო - ფრ. art nouveau. მხატვრული მიმდინარეობა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ტერმინი გამოიყენებოდა „ახალი ხელოვნების“ აღსანიშნავად.

ახალმა მიმდინარეობამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი შეიძინა იმის მიხედვით, თუ რომელი სახელოვნებო ორგანიზაცია უწევდა მას პოპულარიზაციას. სიტყვასიტყვით, Art Nouveau (ფრანგ.) ახალ ხელოვნებას ნიშნავს. მაგალითად, მიმდინარეობას ეს სახელი ეწოდა პარიზში მდებარე სამუელ ბინგის გალერეის - Maison de l'Art Nouveau-ს მიხედვით; გერმანიაში მას Jugendstil-ს უწოდებდნენ (გერმანული ჟურნალის Jugend-ის მიხედვით), იტალიაში კი Stile Liberty-ს ( მაღაზია Liberty & Co.-ს მიხედვით). სრულად...

Surati.png

დღის სურათი

პრინცი შროშანის გვირგვინით. კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1550 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი


Wiki.png

მინოსური კულტურა

Akrobatebi.jpg

მინოსური კულტურა – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე მინოსი, რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი დედალოსი. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები