ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

SaqarTvelos damoukideblobis aqti.JPG

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი - იურიდიულ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები.

1918 წლის 26 მაისს, 4 საათსა და 50 წუთზე, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას ესწრებოდა საბჭოს 42 წევრი, 36 კანდიდატი და საზოგადოების წარმომადგენლები. სასახლის წინ დიდძალი ხალხი იყო შეკრებილი. პრეზიდიუმში იყვნენ გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, მდივნობდა ილია ზურაბიშვილი. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხდომის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ 4 საათსა და 50 წუთზე აქტის შინაარსი გააცნო საბჭოს წევრებს, შეკრებილ საზოგადოებას და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

SaqarTvelos damfuZnebeli kreba.jpg

საქართველოს დამფუძნებელი კრება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური, საყოველთაო არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც შეცვალა საქართველოს ეროვნული საბჭო - პარლამენტი.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს აღიარებისა და ქვეყნის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობისათვის. საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევას ითვალისწინებდა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი. სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა

SaqarTvelos demokratiuli respublikis administraciuli dayofa.jpg

ადმინისტრაციული დაყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918 წლის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად:

  • თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით (თბილისი, დუშეთი, თიანეთი, გორი, თელავი, სიღნაღი, ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი);
  • ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი, ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი);
  • სოხუმის ოლქი,
  • ზაქათალის ოლქი. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები