ბიგარო ჟაბულე (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიგარო ჟაბულე

ბიგარო ჟაბულე - Bigarreau Jaboulay. ბლის ეს ჯიში წარმოშობილია საფრანგეთში, დაახლოებით 1820 წლებში. გამოყვანილია მებაღე ჟაბულეს მიერ. საქართველოს რაიონებში თითქმის არ არის გავრცელებული; გვხვდება თითო–ოროლა ხე საკოლექციო ნარგავებში, თუმცა ჟაბულე ღირსშესანიშნავი ჯიშია თავისი მსხვილი და ლამაზი ნაყოფით და ადრეულა სიმწიფით. გემოს მხრივ საუკეთესო ჯიშად ითვლება ბლის ადრეულა ჯიშებს შორის. ნაყოფი ტრანსპორტს კარგად იტანს, რაც აგრეთვე ძალიან იშვიათია ადრეულა ბლებისთვის.

ამ ჯიშის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ ჟაბულეს ხე გვიან იწყებს მოსავლის მოცემას. ახალგაზრდობაში სუსტად ისხამს.

ხე

ხე ძლიერი ზრდისაა, გადაშლილი ვარჯით, საშუალოდ დატოტვილი. ფოთოლი მსხვილი აქვს. ყვავილები მსხვილია; ყვავილობის პერიოდი ადრეულაა. ჯიში თვითსტერილია.

ნაყოფი

ნაყოფი მრგვალია, საშუალო ზომის. ნაყოფის კანი თხელია, მუქი წითელი ფერის. ნაყოფის ხორცი მკვრივია, მაგრამ ნაზი; სიმკვრივის მხრივ გარდამავალია ბიგაროს და გინის შორის. მოწითალო ფერისაა, ტკბილი, საშუალო მჟავეობით. ძალიან გემრიელი და წვნიანი. წვენი შეღებილი აქვს. კურკა ნახევრადთავისუფალია, მსხვილი.

ჟაბულე უნდა ჩაითვალოს ბლის ერთ–ერთ საუკეთესო ადრეულა ჯიშად, რომელიც გორის რაიონის პირობებში ივნისის პირველ რიცხვებში მწიფდება.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები