ბირთვული აფეთქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
  
[[კატეგორია:აფეთქებები]]
+
[[კატეგორია:აფეთქება]]
 
[[კატეგორია:ბირთვული აფეთქება]]
 
[[კატეგორია:ბირთვული აფეთქება]]
 +
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]

14:49, 20 მარტი 2018-ის ვერსია

ბირთვული აფეთქება - ბირთვულ მუხტში რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკებით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის პროცესი. ხასიათდება ენერგიის მაღალი კონცენტრაციით, მისი გამოყოფის მცირე დროით, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით; ბირთვული რეაქციის ზონაში ტემპერატურა აღწევს რამდენიმე მილიონ გრადუსს, წნევა - რამდენიმე ათას გიგაპასკალს. რეაქციის ზონიდან ენერგია გაედინება შემღწევი რადიაციით, რენტგენური გამოსხივებით, აირული ნაკადით და რადიოაქტიური პროდუქტებით.

ბირთვული აფეთქების სახეები

საჰაერო - სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სივრცე არ ეხება მიწის (წყლის) ზედაპირს, მაგრამ არა უმეტეს 10 კმ-ისა;

მაღლივი - დედამიწის ტროპოსფეროს საზღვრის ზევით 10 კმ-ზე მეტი;

სახმელეთო - დედამიწის ზედაპირზე, ან ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სფერო ეხება დედამიწის ზედაპირს;

მიწისქვეშა -დედამიწის სიღრმეში გრუნტის ამოხეთქვით ან მის გარეშე;

წყალქვეშა - წყლის დონეზე დაბლა.

ბირთვული აფეთქების სახეობის შესაბამისად იცვლება დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, დამრტყმელი ტალღის ჭარბი წნევა სახმელეთო აფეთქების დროს უფრო მეტია, ხოლო მოქმედების რადიუსი ნაკლები საჰაერო აფეთქებასთან შედარებით; მაღლივი აფეთქება ქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და მისი გავრცელება ხდება დიდ მანძილზე.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები