ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება 1963
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 25 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება 1963 – სსრ კავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ხელშეკრულება.
ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია მხარეთა მთავარი მიზანი - რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შეთანხმებას საყოველთაო და სრული განიარაღების თაობაზე. ხელშეკრულება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბირთვული განიარაღების გზაზე იგი პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც სხვა შეთანხმებები მოჰყვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.