ბირთვული ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაფიკული გამოსახულება იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს "ბირთვული ზამთარი"

ბირთვული ომიომი, რომელშიც დაზიანების მთავარ საშუალებას ბირთვული იარაღი წარმოადგენს.

II მსოფლიო ომის შემდეგ განიხილებოდა შესაძლებლობა მხოლოდ ყოვლისმომცველი ბირთვული ომისა, რომელიც ხასიათდებოდა ყველა სახის ბირთვული იარაღის ბრძოლის სხვა საშუალებებთან შეხამებით შეუზღუდავი, მასირებული და დროში კონცენტრირებული გამოყენებით. ასეთ ომში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ერთვება ყველა ან მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობა. მისი მეორეული შედეგები (ე.წ. „ბირთვული ღამე“, „ბირთვული ზამთარი“) გავრცელდებოდა მთელ დედამიწაზე. ეს გამოიწვევდა ცივილიზაციის განადგურებას, გლობალურ ეკოლოგიურ კატასტროფას.

XX საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევრიდან წამოყენებულ იქნა ბირთვული იარაღის შეზღუდვის კონცეფცია. დღესაც მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ძალები გამოდიან ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის გასაძლიერებლად და შემდგომში მის ასაკრძალავად. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოები მსჯელობენ და განიხილავენ ბირთვული იარაღის შეზღუდული გამოყენების საკითხსაც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არა მარტო სახელმწიფოს, რომლის მიმართაც შეზღუდვით უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები