ბიული პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიული პავლე იაკობის ძე - (1878, დაბა ელისავეტალი (სოფ. ასურეთი), თბილისის მაზრ. -20.IV.1938, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. პროფესიით მასწავლებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო სპეციალიზებულ გერმანულ სასწავლებელში ბესარაბიის გუბერნიაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში, მათ შორის მშობლიურ სოფელშიც. ჩართული იყო პარტიულ მუშაობაში გერმანულ დასახლებებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ.

დამოუკიდებლობის პერიოდში პავლე ბიული მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო კრების აგრარული და სახალხო განათლების კომისიის წევრი.1921 იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების წინა პერიოდში ჩეკამ დააპატიმრა. სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. დიდი ტერორის დროს კვლავ დააპატიმრეს, 1938 ე.წ. „ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა. XX საუკუნის 40-იან წლებში მის ოჯახს საბჭოთა რეპრესიები და საქართველოდან გადასახლება არ ასცდა.

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პავლე ბიული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები