ბიჭვინთის მოზაიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილეთ აგრეთვე)
ხაზი 25: ხაზი 25:
  
 
[[კატეგორია:მონუმენტური ფერწერა]]
 
[[კატეგორია:მონუმენტური ფერწერა]]
[[კატეგორია:ბიჭვინთის მოზაიკა ]]
+
[[კატეგორია:მონუმენტური ფერწერის ნიმუშები აფხაზეთში]]
 
[[კატეგორია:მოზაიკა]]
 
[[კატეგორია:მოზაიკა]]

22:31, 30 მარტი 2021-ის ვერსია

ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ბიჭვინთის მოზაიკა - V საუკუნის მონუმენტური ფერწერის ნიმუში.

ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

სარჩევი

აღმოჩენის ადგილი

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გაგრის მუნიციპალიტეტი, დაბა ბიჭვინთა.

აღწერა

ბიჭვინთის მოზაიკა განეკუთვნება VI ს-ის მოზაიკურ მხატვრობას, რომლითაც შემკული იყო IV ს-ის სამნავიანი ბაზილიკის იატაკი. ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი, შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქვილი აგურითა და კირის ხსნარით. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. ორნამენტის შუა ხვეულში ჩართულია ბერძნული წარწერა, სადაც მოხსენიებულია ქტიტორი ორელი.

თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების - სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამაა, ე. წ. „ქრიზმა“, შემკული ,„ალფა” და „ომეგას” ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზიციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავებული ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებით. კომპოზიცია გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტებით (რომბები, ნახევრადრომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილი სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქით ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.


იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები