ბოდბის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(არქიტექტურა)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლების შესაყარზე, აგურის წყობაში კუთხით ჩართული შირიმის ქვის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს მოთავსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით, ვინმე გიორგის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლი]]ს ძის, დემეტრეს, მეფობის ხანაში (1125-1156) ტაძარი ექვს თვეში გაუნახლებია. ამ დროს ნაგებობის თავდაპირველი სახე დიდად არ
 
ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლების შესაყარზე, აგურის წყობაში კუთხით ჩართული შირიმის ქვის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს მოთავსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით, ვინმე გიორგის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლი]]ს ძის, დემეტრეს, მეფობის ხანაში (1125-1156) ტაძარი ექვს თვეში გაუნახლებია. ამ დროს ნაგებობის თავდაპირველი სახე დიდად არ
შეცვლილა. ეკლესია, განსაკუთრებით – ნართექსი, ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად XIV ს. ამ დროს ტაძრის დასავლეთ ფასადი მოაპირკეთეს გეომეტრიული სახეებისაგან (რომბებისაგან) შემდგარი, ჭადრაკულად დალაგებული შავი, ლურჯი და მწვანე მოჭიქული აგურით. საკმაოდ დაზარალდა ტაძარი XVII ს-შიც, [[კახეთი|კახეთში]] [[შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში|შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების]] დროს. ნგრევის მასშტაბი დიდი იყო და აშკარად გამოიკვეთა ნაგებობის განგებ დაზიანების სურათი. ამაზე მიუთითებს სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი გარღვეული ღიობები და დაჩეხილი საპირე წყობა ფასადებზე. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ადრეული მოხატულობის ნაშთები ინტერიერში, დამწვარი ბათქაშის ნამტვრვები, რაც შენობის შიგნით ხანძრის გაჩენაზე მეტყველებს. XVII ს. შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება ნაგებობის ქვედა კორპუსის დამატებითი კედლით გასქელება სამი მხრიდან (გარდა დას-ისა) და გვერდითი ნავების სახურავების ამაღლება. XIX ს. I ნახევარში ტაძარი განაახლა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ. ადრე მრავალჯერ გადაკეთებულმა ნაგებობამ იოანე ბოდბელის მიერ
+
შეცვლილა. ეკლესია, განსაკუთრებით – ნართექსი, ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად XIV ს. ამ დროს ტაძრის დასავლეთ [[ფასადი]] მოაპირკეთეს გეომეტრიული სახეებისაგან (რომბებისაგან) შემდგარი, ჭადრაკულად დალაგებული შავი, ლურჯი და მწვანე მოჭიქული აგურით. საკმაოდ დაზარალდა ტაძარი XVII ს-შიც, [[კახეთი|კახეთში]] [[შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში|შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების]] დროს. ნგრევის მასშტაბი დიდი იყო და აშკარად გამოიკვეთა ნაგებობის განგებ დაზიანების სურათი. ამაზე მიუთითებს სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი გარღვეული ღიობები და დაჩეხილი საპირე წყობა ფასადებზე. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ადრეული მოხატულობის ნაშთები ინტერიერში, დამწვარი ბათქაშის ნამტვრვები, რაც შენობის შიგნით ხანძრის გაჩენაზე მეტყველებს. XVII ს. შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება ნაგებობის ქვედა კორპუსის დამატებითი კედლით გასქელება სამი მხრიდან (გარდა დას-ისა) და გვერდითი ნავების სახურავების ამაღლება. XIX ს. I ნახევარში ტაძარი განაახლა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ. ადრე მრავალჯერ გადაკეთებულმა ნაგებობამ იოანე ბოდბელის მიერ
 
ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ XIX ს-თვის დამახასიათებელი, მხატვრული თვალსაზრისით გამთლიანებული იერი მიიღო, მაგრამ ძალზე დაშორდა თავდაპირველ სახეს. მცირეოდენი ცვლილებების გარდა, ამ სახით მოაღწია ეკლესიამ XX ს-მდე. 80-იან წლებამდე (სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე) ბოდბის ტაძრის სამი შვერილი აფსიდა კონტრფორსებით იყო შემაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი შესასვლელების წინ სფერული [[გუმბათი|გუმბათებით]] დასრულებული წრიულსვეტებიანი და ფრონტონებიანი კარიბჭეები იდგა. ბაზილიკის ცენტრ. ნავზე ამართული იყო პირამიდული სახურავით დაბურული მცირე ზომის ცრუ გუმბათი. ტაძრის შელესილ-შეთეთრებული სამი ფასადის ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა ჭიქურიანი აგურით
 
ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ XIX ს-თვის დამახასიათებელი, მხატვრული თვალსაზრისით გამთლიანებული იერი მიიღო, მაგრამ ძალზე დაშორდა თავდაპირველ სახეს. მცირეოდენი ცვლილებების გარდა, ამ სახით მოაღწია ეკლესიამ XX ს-მდე. 80-იან წლებამდე (სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე) ბოდბის ტაძრის სამი შვერილი აფსიდა კონტრფორსებით იყო შემაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი შესასვლელების წინ სფერული [[გუმბათი|გუმბათებით]] დასრულებული წრიულსვეტებიანი და ფრონტონებიანი კარიბჭეები იდგა. ბაზილიკის ცენტრ. ნავზე ამართული იყო პირამიდული სახურავით დაბურული მცირე ზომის ცრუ გუმბათი. ტაძრის შელესილ-შეთეთრებული სამი ფასადის ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა ჭიქურიანი აგურით
 
მოპირკეთებული დასავლეთ ფასადი.
 
მოპირკეთებული დასავლეთ ფასადი.

17:37, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ბოდბე. წმ. ნინოს მონასტერი. წმ. გიორგის ეკლესია. XX ს-ის დასაწყისის ფოტო

ბოდბის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი – (სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ბოდბის ეპარქია), IX ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს სოფ. ბოდბეში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ დაშორებით, წმ. ნინოს მონასტრის ტერიტორიაზე.

სარჩევი

არქიტექტურა

წმ. გიორგის ტაძარი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი შვერილი აფსიდით აღმოსავლეთიდან და ნართექსით – დასავლეთიდან. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, რაც განსაზღვრავს მის მხატვრულ სახეს. ეს არის თავიდან ბოლომდე ერთიანად გააზრებული „აგურის არქიტექტურა“. შიდა სივრცე, ერთ წყვილ ბურჯზე დაყრდნობილი თაღედით, სამ ნავადაა გაყოფილი. მის დომინანტს შუა ნავი წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სრულდება ნახევარწრიული აფსიდით. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ მონაკვეთებში აფსიდებით დასრულებული სათავსებია გამოყოფილი (ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრით – წმ. ნინოს ეკვდერი). ფასადები გამოირჩევა სისადავითა და მასათა პროპოციული შეთანხმებით. აგურის წყობით შექმნილი კედლის დიდ სიბრტყეებზე გამოკვეთილია სარკმელთა და შესასვლელთა მწყობრი ღიობები. თავდაპირველად ტაძარი არ იყო მოსახატავად განკუთვნილი, შიდა სივრცის აღქმაში დიდ როლს ასრულებდა აგურის სადა წყობა და იატაკის მოვარდისფრო ტონი (ეკლესიის აგურის იატაკი დაფარული იყო ღია ვარდისფერი ნალესობით).

ეკლესიაში არსებული საფლავები ძირითადად განლაგებულია ნავთა გამყოფ ბურჯების უკან და ნართექსში. აქ დაკრძალულია ბოდბელი მიტროპოლიტი კირილე ჯორჯაძე, რომელიც ლეკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. სამხრეთი ბურჯის დასავლეთ მხარეს, ქვედა ნაწილში ჩადგმულია მარმარილოს ფილა მიტროპოლიტ იოანე მაყაშვილის ეპიტაფიით.

შუა საუკუნეებში ბოდბის წმ. გიორგის ტაძრის არქიტექტურულმა სახემ დიდი ცვლილებები განიცადა. შენობის დაზიანებას სწრაფად მოსდევდა აღდგენითი სამუშაოები. საისტორიო წყაროები მათ შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება, მაგრამ სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი მასალიდან ჩანს, რომ ბოდბის ტაძარი განახლდა XII, XIV–XVI, XVII სს.

ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლების შესაყარზე, აგურის წყობაში კუთხით ჩართული შირიმის ქვის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს მოთავსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით, ვინმე გიორგის დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრეს, მეფობის ხანაში (1125-1156) ტაძარი ექვს თვეში გაუნახლებია. ამ დროს ნაგებობის თავდაპირველი სახე დიდად არ შეცვლილა. ეკლესია, განსაკუთრებით – ნართექსი, ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად XIV ს. ამ დროს ტაძრის დასავლეთ ფასადი მოაპირკეთეს გეომეტრიული სახეებისაგან (რომბებისაგან) შემდგარი, ჭადრაკულად დალაგებული შავი, ლურჯი და მწვანე მოჭიქული აგურით. საკმაოდ დაზარალდა ტაძარი XVII ს-შიც, კახეთში შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების დროს. ნგრევის მასშტაბი დიდი იყო და აშკარად გამოიკვეთა ნაგებობის განგებ დაზიანების სურათი. ამაზე მიუთითებს სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი გარღვეული ღიობები და დაჩეხილი საპირე წყობა ფასადებზე. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ადრეული მოხატულობის ნაშთები ინტერიერში, დამწვარი ბათქაშის ნამტვრვები, რაც შენობის შიგნით ხანძრის გაჩენაზე მეტყველებს. XVII ს. შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება ნაგებობის ქვედა კორპუსის დამატებითი კედლით გასქელება სამი მხრიდან (გარდა დას-ისა) და გვერდითი ნავების სახურავების ამაღლება. XIX ს. I ნახევარში ტაძარი განაახლა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ. ადრე მრავალჯერ გადაკეთებულმა ნაგებობამ იოანე ბოდბელის მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ XIX ს-თვის დამახასიათებელი, მხატვრული თვალსაზრისით გამთლიანებული იერი მიიღო, მაგრამ ძალზე დაშორდა თავდაპირველ სახეს. მცირეოდენი ცვლილებების გარდა, ამ სახით მოაღწია ეკლესიამ XX ს-მდე. 80-იან წლებამდე (სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე) ბოდბის ტაძრის სამი შვერილი აფსიდა კონტრფორსებით იყო შემაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი შესასვლელების წინ სფერული გუმბათებით დასრულებული წრიულსვეტებიანი და ფრონტონებიანი კარიბჭეები იდგა. ბაზილიკის ცენტრ. ნავზე ამართული იყო პირამიდული სახურავით დაბურული მცირე ზომის ცრუ გუმბათი. ტაძრის შელესილ-შეთეთრებული სამი ფასადის ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა ჭიქურიანი აგურით მოპირკეთებული დასავლეთ ფასადი.

ბოდბე. წმ. ნინოს მონასტერი. წმ. გიორგის ეკლესია რესტავრაციის შემდეგ

1989 წ. დასრულდა ბოდბის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ამ დროს მოიხსნა XIX ს. აგებული კარიბჭეები და ცრუ გუმბათი, დასავლეთ ფასადის ჭიქურიან აგურს მოშორდა ფერადოვანი ფენა, შენობა ნაწილობრივ შეილესა ცემენტის ხსნარით. 1995 წ. ტაძარში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც გამოვლინდა იატაკის ხუთი დონე, აგრეთვე ძველი (IX-XII) ტრაპეზი ცენტრალურ საკურთხეველში, რაც საქართველოში სხვაგან არ გვხვდება. ეს არის თეთრი ქვიშაქვისგან გამოთლილი 170 სმ სიმაღლის რვაწახნაგოვანი სვეტი, რომელიც სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. გვიან შუა საუკუნეების ხანის ტრაპეზი აღმოჩნდა წმ. ნინოს ეკვდერშიც.

2002-2004 წწ. ბოდბეში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის შემდეგ ტაძარი გათავისუფლდა გვიანდელი ფენებისაგან, გამოიკვეთა მისი თავდაპირველი პროპორცია და ხუროთმოძღვრული ფორმები, გამოვლინდა ბოდბის ტაძრის ისტორიასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი, დადგინდა საუკუნეთა განმავლობაში ეკლესიის აღდგენა-განახლების ეტაპები.

მხატვრობა

ბოდბის წმ. გიორგის ტაძრის ძველი მოხატულობიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. ინტერიერის ამჟამად არსებული შემკულობა შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. მოხატულობაცა და ნაძერწი კანკელიც, რომელიც საერთოდ, ნაძერწი კანკელის ერთადერთი სრულად შემორჩენილი ნიმუშია საქართველოში, შესრულებულია 1823 წ. ადგილობრივი ოსტატების მიერ მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის (მაყაშვილის) დაკვეთით. ტაძრის შემკობის შესახებ ცნობები შემოგვინახა იოანე ბოდბელის ანდერძმა და მხედრულმა წარწერამ, რომელიც ნართექსიდან ტაძარში შესასვლელი კარის თავზეა მოთავსებული.

მოხატულობის პროგრამა ძალზე ვრცელია და თითქმის სრულად მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებს. ნართექსში, საკურთხევლის აფსიდასა და სადიაკვნეში მაცხოვრის ვნებათა სცენებია გამოსახული; საკურთხევლის კონქში – სულიწმინდის გარდამოსვლა; ტაძრის შუა ნავში, კამარასა და კედლების ზედა ნაწილში, ბიბლიური ისტორიის ეპიზოდებია წარმოდგენილი, ქვემოთ – მაცხოვრის სასწაულები და იგავები; დასავლეთ კედელზე – განკითხვის დღე, ჩრდილოეთი ნავი აპოკალიფსის ეპიზოდებს ეთმობა. თაღებსა და კედლების ქვედა რიგში ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებია, მათ შორის ქართველი წმინდანებიცაა. საკურთხევლისწინა თაღებში წმ. გიორგის ცხოვრების ციკლი იშლება. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის დიდ დღესასწაულთა სცენები კანკელზეა გატანილი, ქვედა რიგი ათცამეტ ასურელ მამათა გამოსახულებებს ეთმობა. ბურჯებზე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს და იოანე ბოდბელის პორტრეტებია (ბოდბეში იოანე მაყაშვილის ორი გამოსახულებაა). ტაძარში საგანგებო ადგილი უჭირავს წმ. ნინოს ღვაწლის ამსახველ სიუჟეტებს. სამხრეთ ბურჯის დასავლეთ პირზე სვეტის ამაღლების სიმბოლური გამოსახულებაა. წმ. ნინოს განსასვენებელ სამხრეთ ეკვდერში მისი ცხოვრების ციკლია, რომელიც ყველაზე ვრცელია საქართველოში შემორჩენილ წმ. ნინოს ცხოვრების ციკლთა შორის და არსებული ვერსიების შეჯერების შედეგადაა შექმნილი. ამ ეკვდერში, დაზიანებული ზედა ფენის ქვეშ შეიმჩნევა ადრინდელი მხატვრობის კვალი, რომელიც ჯერჯერობით შეუსწავლელია.

გამოსახულების ვრცელ ციკლებად დალაგება, მაცხოვრის ვნებისა და მეორედ მოსვლის თემათა გავრცობა-გამძაფრება, ძველი აღთქმის სიუჟეტებისადმი ინტერესი, ნაძერწი მაღალი კანკელით ტაძრის შემკობა პოსტბიზანტ. ხანის ხატწერის ტენდენციებს აგრძელებს. ამავე დროს, ახალი დროის ნიშნებია სარწმუნოებისა და ეროვნულობის დამკვიდრების, ცოდნის თავმოყრა-შეჯერების სურვილი, აქცენტთა თვალსაჩინოება,კონკრეტულ-ემპირიულისადმი ყურადღების მიპყრობა, რაც მკაფიოდ იკითხება მხატვრობაში. ეს ნიშნები XVII-XVIII სს. ქართულ კულტურაში გამჟღავნებულ ტრადიციებს ეხმიანება. გარკვეული ილუზორულობისა და მოცულობითობის შემცველი გამოსახულებები, მართალია, გარეგნულად შუა საუკუნეების ხატისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია, მაგრამ მაინც ხატებად რჩება, რადგან დროისა და სივრცის განცდა შუასაუკუნეობრივია.

ც. ჩაჩხუნაშვილი
მ. ჯანჯალია

ლიტერატურა

  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
  • მირიანაშვილ ი ლ. ბოდისი, ბოდბის ლოკალიზაციისა და წმინდა ნინოს ნეკროპოლის საკითხისათვის, თბილისის სახელმწ. უნ-ტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის შრომების კრებული., 2004, №5;
  • მუსხელიშვილი დ., ქიზიყის ძველი ისტორია, თბ., 1997;
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • შაიშმელაშვილი ი., ქიზიყი, თბ., 1973;
  • ჩაჩხუნაშვილი ც., ძნელაძე მ., ახალაია ლ.,ახალი მონაცემები ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიის შესახებ, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები,თბ., 1998;
  • Пурцеладзе Д., Историко-археологическое описание Бодбийского собора Тфл., 1888;
  • Чубинашвили Г., Архитектура Кахетии, Тб., 1959
  • ჯანჯალია მ., ბოდბის ტაძრის ეგვტერის მოხატულობა და მისი ლიტერატურული წყაროები, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ისტ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1990, №3.

წყარო

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები