ბომბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საავიაციო ბომბი

ბომბი - (გერმანული bombe, ლათინური bombus - ხმაური, გუგუნი), ტექნიკური ასაფეთქებელი მოწყობილობა. დამაზიანებელი ბომბდამშენი საშუალებების ძირითადი სახეობა;

სარჩევი

საარტილერიო ჭურვი

ბომბი საარტილერიო ჭურვის მოძველებული სახელწოდებაა. ბომბის მუხტი ფეთქდება მილში ჩაწნეხილი დენთის ამოწვის შემდეგ.

XIX საუკუნიდან ზოგიერთი ქვეყნის არტილერიაში ბომბს უწოდებდნენ 1 ფუთზე (16 კგ) მეტი წონის ჭურვებს. I მსოფლიო ომში ბომბმტყორცნის მსხვრევადი ჭურვის დასახელება;

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სახელწოდება ბომბი ამოღებულია საარტილერიო ტერმინოლოგიიდან.

საავიაციო ბომბი

საავიაციო ბომბი - საავიაციო საბრძოლო მასალის ერთ-ერთი სახეობა (საავიაციო ბომბები, ბირთვული ბომბები).

წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ჭურვი

წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ჭურვი (სიღრმის ბომბი). წყალქვეშა მიზნების დამაზიანებელი საბრძოლო მასალა.

ხელყუმბარა

ხელყუმბარა, დამზადებული კუსტარული წესით დივერსიული და ტერორისტული მიზნებისთვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები