ბრძანება (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძანება (სამხედრო) - იძლევა მეთაური (უფროსი) წერილობითი ფორმით ან ზეპირად. იგი მიმართულია ხელქვეითებისადმი და მოითხოვს გარკვეული ქმედებების აუცილებელ შესრულებას, ამა თუ იმ წესის დაცვას, ან გარკვეული წესრიგის დამყარებას.

წერილობითი ბრძანება არის სამხედრო მართვის ძირითადი განმკარგულებელი სამსახურებრივი დოკუმენტი (სამართლებრივი აქტი), რომელსაც გამოსცემენ სამხედრო ნაწილის მეთაურები (სამხედრო დაწესებულებების ხელმძღვანელები) ერთმმართველობის უფლებით.

ქვედანაყოფის მეთაურებს აქვთ მხოლოდ ზეპირი ბრძანების გაცემის უფლება. ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს კანონის და სამხედრო წესდების მოთხოვნებს. ბრძანების მეშვეობით ჯარებამდე (ძალებამდე) დაიყვანება საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო ბრძანება), ხდება მათი ყოველდღიური მოღვაწეობის რეგლამენტირება და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები