ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[პირველი მსოფლიო ომი 1914–18|პირველ მსოფლიო ომში]] ჯარების ტყვიამფრქვევებით, [[არტილერია|არტილერიით]] მასობრივ აღჭურვას, [[ავიაცია|ავიაციის]], ტანკების გამოყენებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეიძლებოდა მხოლოდ ჯარების ყველა გვარეობის შეთანხმებული ძალისხმევით.  
 
[[პირველი მსოფლიო ომი 1914–18|პირველ მსოფლიო ომში]] ჯარების ტყვიამფრქვევებით, [[არტილერია|არტილერიით]] მასობრივ აღჭურვას, [[ავიაცია|ავიაციის]], ტანკების გამოყენებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეიძლებოდა მხოლოდ ჯარების ყველა გვარეობის შეთანხმებული ძალისხმევით.  
  
XX საუკუნის 20-იანი წლების დამლევს და 30-იანი წლების დამდეგს შემუშავდა ღრმა ბრძოლის თეორია, რომლის არსი იყო მოწინააღმდეგის ერთდროული დაზიანება მისი საბრძოლო წყობის მთელ სიღრმეზე ბრძოლაში მონაწილე ყველა ძალისა და საშუალების გაერთიანებული ძალისხმევით. ბრძოლის ამ უმთავრესმა თავისებურებებმა შემდგომი განვითარება პოვა [[მეორე მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] წლებში.  
+
XX საუკუნის 20-იანი წლების დამლევს და 30-იანი წლების დამდეგს შემუშავდა [[ღრმა ბრძოლა|ღრმა ბრძოლის]] თეორია, რომლის არსი იყო მოწინააღმდეგის ერთდროული დაზიანება მისი საბრძოლო წყობის მთელ სიღრმეზე ბრძოლაში მონაწილე ყველა ძალისა და საშუალების გაერთიანებული ძალისხმევით. ბრძოლის ამ უმთავრესმა თავისებურებებმა შემდგომი განვითარება პოვა [[მეორე მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] წლებში.  
  
 
XX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა შეიარაღებაში შეიტანეს [[ბირთვული იარაღი]] და რაკეტები, ბრძოლის ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ბრძოლის ძირითად ნიშან-თვისებებს (სივრცობრივ გაქანებასა და დინამიკურობასთან ერთად) დაემატა ვითარების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები, ბრძოლის განვითარების არათანაბარზომიერება ფრონტზე და სიღრმეში, მისი წარმოების ხერხების მრავალფეროვნება, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაძაბულობის ზრდა, ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გაზრდილი დანაკარგები.  
 
XX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა შეიარაღებაში შეიტანეს [[ბირთვული იარაღი]] და რაკეტები, ბრძოლის ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ბრძოლის ძირითად ნიშან-თვისებებს (სივრცობრივ გაქანებასა და დინამიკურობასთან ერთად) დაემატა ვითარების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები, ბრძოლის განვითარების არათანაბარზომიერება ფრონტზე და სიღრმეში, მისი წარმოების ხერხების მრავალფეროვნება, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაძაბულობის ზრდა, ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გაზრდილი დანაკარგები.  

13:10, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია

საჰაერო ბრძოლა

ბრძოლა - ჯარების (ძალების) ტაქტიკური მოქმედების ძირითადი ფორმა; მეომარი მხარეების შენაერთების, ნაწილების, ხომალდების, საფრენი აპარატებისა და ქვედანაყოფების ორგანიზებული შეიარაღებული შეტაკება, რომელიც მოიცავს მიზნის, დროისა და ადგილის მიხედვით შეთანხმებულ დარტყმებს, ცეცხლსა და მანევრს. ჩვეულებრივ, ხორციელდება მოწინააღმდეგის განადგურების (შემუსვრის) და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულების მიზნით შეზღუდულ რაიონში დროის მოკლე პერიოდიში.

ბრძოლა შეიძლება იყოს საერთო-საჯარისო, საჰაერო თავდაცვითი, საჰაერო და საზღვაო. ბრძოლის წარმოებისათვის ჯარები (ძალები) იღებენ საბრძოლო წყობას.

ბრძოლის წარმოების წესები იცვლებოდა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების განვითარების შესაბამისად. ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენამდე ბრძოლა იყო ცივი იარაღით შეიარაღებული მეომრების ცალკეული ჯგუფების ხელჩართული ორთაბრძოლა. ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენისა და სრულყოფის შემდეგ ბრძოლა იწყებოდა ცეცხლით მოწინააღმდეგის დაზიანებით და მთავრდებოდა ხელჩართული ბრძოლებით. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში და XIX საუკუნის დამდეგს ბრძოლა მიმდინარეობდა შეზღუდულ ტერიტორიაზე. იარაღის სწრაფსროლის, სროლის სიშორისა და სიზუსტის შემდგომმა ზრდამ განაპირობა ბრძოლის მიმდინარეობის სივრცის ზრდა.

პირველ მსოფლიო ომში ჯარების ტყვიამფრქვევებით, არტილერიით მასობრივ აღჭურვას, ავიაციის, ტანკების გამოყენებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეიძლებოდა მხოლოდ ჯარების ყველა გვარეობის შეთანხმებული ძალისხმევით.

XX საუკუნის 20-იანი წლების დამლევს და 30-იანი წლების დამდეგს შემუშავდა ღრმა ბრძოლის თეორია, რომლის არსი იყო მოწინააღმდეგის ერთდროული დაზიანება მისი საბრძოლო წყობის მთელ სიღრმეზე ბრძოლაში მონაწილე ყველა ძალისა და საშუალების გაერთიანებული ძალისხმევით. ბრძოლის ამ უმთავრესმა თავისებურებებმა შემდგომი განვითარება პოვა II მსოფლიო ომის წლებში.

XX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა შეიარაღებაში შეიტანეს ბირთვული იარაღი და რაკეტები, ბრძოლის ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ბრძოლის ძირითად ნიშან-თვისებებს (სივრცობრივ გაქანებასა და დინამიკურობასთან ერთად) დაემატა ვითარების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები, ბრძოლის განვითარების არათანაბარზომიერება ფრონტზე და სიღრმეში, მისი წარმოების ხერხების მრავალფეროვნება, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაძაბულობის ზრდა, ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გაზრდილი დანაკარგები.

სატანკო ბრძოლა

70-90-იან წლებში, როდესაც ჯარები აღიჭურვა ახალი, ყოველმხრივ უფრო სრულყოფილი ტანკებითა და სხვა ჯავშნიანი მანქანებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, სადაზვერვო-საცეცხლე (დამრტყმელი) კომპლექსებით, საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსური საშუალებებით, სხვადასხვა დანიშნულების რაკეტებით, მაღალი სიზუსტის იარაღით, მოცულობითი აფეთქების და მომეტებული სიძლიერის საბრძოლო მასალებით და ა.შ., კიდევ უფრო გაიზარდა ჯარების (ძალების) და საშუალებების ურთიერთქმედების როლი ბრძოლაში, გაიზარდა მათი შესაძლებლობები მოწინააღმდეგის ღრმა ცეცხლითი დასაზიანებლად და მის საბოლოო გასანადგურებლად.

თანამედროვე ბრძოლის წარმატებით წარმოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძალებისა და საშუალებების მასირებას და მჭიდრო ურთიერთქმედებას, მოწინააღმდეგის ერთდროულ განადგურებას (ჩახშობას) მისი საბრძოლო წყობის მთელ სიღრმეზე, ჯარების დაშორიშორებას, მუდმივ ბრძოლას მასობრივი დაზიანების საშუალებებთან და მაღალი სიზუსტის იარაღთან; ჯარების (ძალების) ბრძოლისუნარიანობის დროულ აღდგენას, საიმედო საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მოქმედების ყოველმხრივ უზრუნველყოფას.

საერთო-საჯარისო ბრძოლაში მკვერთად გაიზარდა მეომარი მხარეების განლაგების მთელი სიღრმისა და საჰაერო სივრცის ქვედა ეშელონის მომცველი მოქმედებების ხვედრითი წილი. ბრძოლის საჰაერო-სახმელეთო ხასიათი ქმნის წინაპირობას იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს ახალი, მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელი ტაქტიკური ხერხები, მაგალითად, ჰაერიდან გარშემორტყმა, ფრონტიდან და ფლანგებიდან კომბინირებული სახმელეთო-საჰაერო დარტყმების მიყენება ზურგიდან დარტყმასთან შეხამებით. განსაკუთრებული პირობები (ქალაქი, უდაბნო, მთა, ჩრდილოეთის რაიონები და სხვა) განსაზღვრავს ბრძოლის მომზადებისა და წარმოების თავისებურებას.

BrZola.jpg

სარჩევი

ახლოცეცხლით ბრძოლა

ახლოცეცხლით ბრძოლას აწარმოებენ I ეშელონის მოტოქვეითი (ქვეითი), სატანკო, საჰაერო-სადესანტო (სადესანტო-მოიერიშე) ქვედანაყოფები როგორც თავდაცვაში, ისე შეტევაზე საშტატო იარაღის ყველა სახეობის ცეცხლის შეხამებით, უპირატესად - პირდაპირი დამიზნებით. გარკვეულ პირობებში შეიძლება გაჩაღდეს ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს აზიანებენ, როგორც წესი, ცივი იარაღით, ხელის სასროლი იარაღის მიბჯენით და ხელყუმბარების ცეცხლით.

საზღვაო ბრძოლა

საზღვაო ბრძოლა არის საზღვაო ძალების სხვადასხვა გვარეობის შენაერთების, ნაწილებისა და ხომალდების ორგანიზებული შეიარაღებული მოქმედება. საზღვაო ბრძოლა წარმოადგენს მიზნის, დარტყმების, ცეცხლისა და მანევრის ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებულ ერთობლივ მოქმედებას. მისი მიზანია მოწინააღმდეგის განადგურება. იგი წარმოებს ოპერაციის ან ბატალიების ფარგლებში, აგრეთვე ფლოტის ძალების სისტემატური საბრძოლო მოქმედებების დროს. ისტორიულად საზღვაო ბრძოლა ვითარდებოდა ხომალდების, ფლოტის ძალების, მათი ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნების ცვლილებებისა და სრულყოფის შესაბამისად. ნიჩბოსანი ფლოტის პერიოდში საზღვაო ბრძოლა ამოიწურებოდა მეომარი მხარეების გემების მიჯრით მიახლოებით ტარანისებური დარტყმების მისაყენებლად ან გემების ხელში ჩასაგდებად ხელჩართული ბრძოლით (აბორდაჟის).

XVII-XVIII საუკუნეებში, იალქნიანი ფლოტის განვითარებისა და მისი გლუვლულიანი ქვემეხებით შეიარაღების შემდეგ საზღვაო ბრძოლა ხომალდებს შორის მცირე მანძილზე საარტილერიო ორთაბრძოლის ხასიათს ატარებდა; კვლავინდებურად დიდი ადგილი ეთმობოდა აბორდაჟს.

ესპანური ფრეგატა „ესმერალდას“ აბორდაჟი, 1820

XIX საუკუნეში, ორთქლის ფლოტისა და კუთხვილი არტილერიის გაჩენის შემდეგ, საზღვაო ბრძოლებში უფრო აქტიურად დაიწყეს მანევრის გამოყენება და ცეცხლის წარმოება შორი დისტანციიდან.

XX საუკუნის დამდეგს ახალი კლასის ხომალდების (სახაზო ხომალდების, სახაზო კრეისერების), წყალქვეშა ნავების, საზღვაო ავიაციის წარმოშობამ გაზარდა საზღვაო ბრძოლების სივრცობრივი გაქანება. ფლოტის სხვადასხვა ძალების, განსაკუთრებით, საგემბანო ავიაციის, მათი შეიარაღების საშუალებების, თვალთვალისა და მართვის ტექნიკური საშუალებების შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია ფლოტის ძალების როლის გადანაწილება საზღვაო ბრძოლებში.

II მსოფლიო ომის დროს ყველაზე განვითარებული ფლოტების ძირითადი დამრტყმელი ძალა ხდება საზღვაო ავიაცია და წყალქვეშა ნავები. შემდგომში საზღვაო ბრძოლების მთავარი იარაღი გახდა რაკეტები, განსაკუთრებით ფრთოსანი რაკეტები, ამაღლდა მუხტების სიზუსტე და სიმძლავრე, თვისებრივად გაუმჯობესდა რადიოელექტრონული საშუალებები. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა თანამედროვე საზღვაო ბრძოლების სივრცობრივი საზღვრები, მის საწარმოებლად მოსაზიდი ძალებისა და საბრძოლო საშუალებების ნაირგვარობა.

საზღვაო დესანტის გადმოსხმის მოსაგერიებლად ბრძოლას აწარმოებენ სახმელეთო ჯარები, ავიაციის ნაწილები, შენაერთები და ფლოტის ძალები საზღვაო სანაპიროს (კუნძულების) თავდაცვის დროს. მათი მიზანია არ დაუშვან მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმა, ხოლო გადმოსხმის შემთხვევაში გაანადგურონ იგი. გადმოსხმული დესანტის განადგურება ხდება ერთდროულად გადმოსხდომის მთელ ფრონტზე ან ნაწილნაწილ.

საჰაერო ბრძოლა

საჰაერო ბრძოლა არის თვითმფრინავების (ვერტმფრენების), საავიაციო ქვედანაყოფებისა და ნაწილების ორგანიზებული შეიარაღებული შეტაკება საჰაერო მოწინააღმდეგის განადგურების, მისი იერიშების მოგერიების მიზნით. იგი მიმდინარეობს საჰაერო ოპერაციის ან საჰაერო ბრძოლების ფარგლებში, აგრეთვე საერთო-საჯარისო (საერთო-საზღვაო) ოპერაციაში ავიაციის საბრძოლო მოქმედებების დროს.

ხიშტით ბრძოლა

საჰაერო ბრძოლა შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი. სამხედრო ავიაციის გაჩენისა და მისი საბრძოლო გამოყენების დაწყების შემდეგ საჰაერო ბრძოლები მიმდინარეობდა ცალკეულ თვითმფრინავებს შორის ეპიზოდური დუელის სახით. მაგრამ უკვე I მსოფლიო ომის დროს საჰაერო ბრძოლას მნიშვნელოვანი გაქანება მიეცა. შეტევითი საჰაერო ბრძოლის წარმოებისათვის შეიქმნა ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები. სხვა ტიპის თვითმფრინავებზე აყენებდნენ იარაღს მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად. II მსოფლიო ომის დროს ასეთმა ბრძოლებმა მასობრვი და გააფთრებული ხასიათი მიიღო. ისინი წარმოებდა დღისით და ღამით, ყველაზე უკეთ მომზადებული ეკიპაჟების მიერ პრაქტიკულად ყოველგვარი ამინდისა და კლიმატის პირობებში. მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით ბრძოლები იყო ცალკეული და ჯგუფური.

ავიაციის სწრაფმა განვითარებამ XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად შეცვალა საჰაერო ბრძოლების ტაქტიკა, გაართულა მისი წარმოების პირობები, მკვეთრად აამაღლა მოთხოვნები თვითმფრინავების ეკიპაჟების მომზადებისადმი. თანამედროვე პირობებში საჰაერო ბრძოლა შეიძლება წარმოებდეს „ჰაერი-ჰაერი“ მართული რაკეტების, საავიაციო ზარბაზნების გამოყენებით, ამავე დროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ინტენსიური ამოქმედებით ისეთ მანძილებზე, რომლებიც მრავალგზის აღემატება ვიზუალურ სიშორეს (შორი სარაკეტო ბრძოლა) და ვიზუალური ხედვის ფარგლებში (ახლო სამანევრო ბრძოლა).

საჰაერო ბრძოლა შეიძლება წარმოებდეს ავიაგამანადგურებლებს, სხვა ტიპის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს შორის. თანამედროვე ბომბდამშენებს, ავიაგამანადგურებელ ბომბდამშენებს (ტაქტიკურ ავიაგამანადგურებლებს) და მოიერიშეებს ასევე შეუძლიათ წარმატებით მიიტანონ იერიში საჰაერო მოწინააღმდეგეზე.

  • საჰაერო ბრძოლა, ჩვეულებრივ, მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • ხელსაყრელი მდებარეობის დაკავება (მიახლოება),
  • იერიში (ერთი ან რამდენიმე),
  • იერიშებს შორის მანევრირება და
  • საჰაერო ბრძოლიდან გამოსვლა.

მიახლოება იწყება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ მოწინააღმდეგეს საბორტო საძებნი საშუალებების მეშვეობით, ვიზუალურად ან სამეთაურო პუნქტიდან დამიზნების შედეგად. საჰაერო ბრძოლის ყველაზე პასუხსაგები ეტაპია იერიში; მასში შედის სამიზნის მიმართულებით მანევრი, დამიზნება და რაკეტის გაშვება ან ზარბაზნების სროლა.

ბრძოლა ვარშავის ქუჩებში 1944 წელი
ქალაქში ბრძოლა

ქალაქში ბრძოლას ახასიათებს ხედვისა და სროლის ზონების შეზღუდულობა, დიდი ნგრევა, ხერგილებისა და ხანძრების გაჩენა, მანევრისა და მართვის სირთულე. ასევე - საბრძოლო მოქმედების დანაწევრება მთელ რიგ ადგილობრივ ბრძოლებად, განსაკუთრებული გააფთრება, შეუპოვრობა, მოიერიშე რაზმებისა და ჯგუფების ფართო გამოყენება. ჯარების ძირითადი ძალისხმევა ხმარდება ქალაქის მნიშვნელოვანი რაიონების, ცალკეული შენობების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების ხელში ჩაგდებას (შენარჩუნებას).

შორიცეცხლით ბრძოლა

შორიცეცხლით ბრძოლა არის დაზიანების შორსმსროლელი საშუალებების, მ.შ. მაღალი სიზუსტის იარაღის (საერთოსაჯარისო შენაერთებისა და ნაწილების გასაძლიერებლად გამოყოფილი სადაზვერვო საცეცხლე, სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსებისა და ავიაციის) საბრძოლო გამოყენების ფორმა.

შორი ცეცხლით ბრძოლა წარმოებს მოწინააღმდეგის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დასაზიანებლად და მისი მანევრის შებოჭვის მიზნით. შორი ცეცხლით ბრძოლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემტევი მხარის სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის ცეცხლით უზრუნველყოფის განხორციელების დროს, ასევე მოწინააღმდეგის დაწინაურებული დაჯგუფებების ცეცხლით დაზიანებისას. შორეულ, წინ წაწეულ თავდაცვაში მყოფი მხარის იერიშის საცეცხლე მომზადების ფარგლებში, როდესაც იგი დროის მიხედვით ემთხვევა თავდაცვაში მყოფი ჯარების საცეცხლე კონტრმომზადებას.

ხიშტით ბრძოლა

ხიშტით ბრძოლა ხელჩართული ბრძოლის ფორმას წარმოადგენს.

შემაკავებელი ბრძოლა

ზოგჯერ ლიტერატურასა და სხვა ბეჭდვით გამოცემებში შეიძლება წავაწყდეთ ზოგიერთი ქვეყნის არმიაში მიღებულ ტერმინს „შემაკავებელი ბრძოლა“, რომელიც XX საკუკუნის 70-იან წლებამდე გამოიყენებოდა. ეს ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შემაკავებელ პოზიციებზე უკან დახევისას, ხანმოკლე დროის მანძილზე, მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შეკავებისა და მათთვის მაქსიმალურად შესაძლო დანაკარგების მიყენების მიზნით.

სატანკო ბრძოლა

წარსულში გამოიყენებოდა, აგრეთვე ტერმინი „სატანკო ბრძოლა“ - მხარეების სატანკო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების შეტაკება. მის ერთგვარ ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს არაბეთისრაელის 1948-49 და 1973 წლების „ბრძოლა-დუელი“ სატანკო ქვედანაყოფებს შორის – ორმხრივი საცეცხლე დაზიანება საცეცხლე მიჯნებიდან (პოზიციებიდან პირდაპირი სროლის ფარგლებში).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები