ბრძოლის სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:26, 27 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრძოლის სივრცე - კონცეპტუალური ფიზიკური სივრცე, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ბრძოლა და მეთაური ცდილობს მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას. იგი სამგანზომილებიანია და მისი ზომები დამოკიდებულია ოპერაციის ჩატარების საშუალებებზე, დროზე, ტემპსა და სინქრონულობაზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.