ბრჭალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრჭალი -

1. ნები - ხელის გული თითებიანად.
2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე.
3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (შესაქ: 3,15; 25,25).
4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი“ საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი“
5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი.

მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. (ფსალ. 55, 6)


წყარო

ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები