ბუკია გოდერძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოდერძი ბუკია – დაიბადა 1951 წლის 19 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. — საბჭოთა კავშირის საპატიო სიგელი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე (1978-95);
- საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში (1995).
პარლამენტის წევრი
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №66 ხობის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №66 ხობის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №66 ხობის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №66 ხობის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“-ს მდივანი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- ბუკიები