ბურჯანაძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე – დაიბადა 1964 წლის 16 ივლისს ქუთაისში. — იურისტი, პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. პარლამენტის თავმჯდომარე (2001-2004). ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003 წლის ნოემბერი - 2004 წლის იანვარი; 2007 წლის ნოემბერი - 2008 წლის იანვარი). 2008 წლის დეკემბრიდან პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1981-1986); მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტი (1986-1990).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი (1990-)
  • საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი (1991-1992)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიური ლაბორატორიის კონსულტანტი (1994-1998)
  • მოსკოვის საკავშირო საზღვაო საპროექტო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი (1995-)

პარლამენტის წევრი

  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2001 წლიდან;
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) - მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ბურჯანაძე - დემოკრატები“, პარლამენტის თავმჯდომარე.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები