ბუღა თურქის შემოსევა 853-854

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:37, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუღა თურქის შემოსევა 853-854 - არაბთა ლაშქრობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხალიფას ძალაუფლების გასამტკიცებლად და თბილისის ამირას - საჰაკის დასასჯელად, რომელიც ხალიფას ეურჩებოდა. დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ედგა გამოცდილი სარდალი ბუღა თურქი. სომხეთის დამორჩილების შემდეგ იგი საქართველოში შემოიჭრა, 853 წლის 5 აგვისტოს თბილისი აიღო, გადაწვა, ამირა საჰაკი მოკლა (თავი მოკვეთა) და ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტა. არაბებმა დაამარცხეს აგრეთვე ქართლში გადმოსული აფხაზთა მეფე თევდოს II. ბუღა არაგვის ხეობაშიც შეიჭრა, მაგრამ მთიულებმა იგი ზარალით უკუაქციეს. არაბების დამარცხებას ხელი შეუწყო ამინდის გაუარესებამ, მოვიდა თოვლი, ცხენები კი დაეხოცათ იელის ჭამით.

854 წელს ბუღა თურქი ისევ შემოესია საქართველოს, მისმა ჯარებმა ააოხრეს კახეთის პროვინცია გარდაბანი. მიუხედავად ბუღას გარკვეული წარმატებებისა, მისი ლაშქრობის მთავარი მიზანი – არაბთა ბატონობის განმტკიცება – მიუღწეველი დარჩა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები