გაბაშვილი კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე გაბაშვილი – დაიბადა 1948 წლის 26 სექტემბერს თბილისში. — ზოგადი ენათმცოდნეობის დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- განათლების მინისტრის მოადგილე (1989-91);
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „ერთობა“, მეცნიერებისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე.
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1992-93);
- ქალაქ თბილისის მერი (1993);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1993-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2008-2013).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პედაგოგები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები 2004-2008
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- გაბაშვილები